გადაწყვეტილებაზე ფიქრის დაწყებაც კი ვერ მოვასწარი ისე შევნიშნე ჩემს საწოლზე მიგდებული ჩანიოლის პირბადე, რომელზეც დათვის პირი იყო გამოსახული.
იმედი იმ წამსვე მესახება გულში რომ ის დაბრუნდება, არა ჩემს გამო, მაგრამ დაბრუნდება და მე ამჯერად გავბედავ რომ ვუთხრა 'შენ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ'.
კარზე კვლავ ზარის ხმაა და მეღვიძება. როდის ჩამეძინა არვიცი მაგრამ წამში გამოვფხიზლდი და გახარებული გავიქეცი გასაღებად
-გამარჯობა, ალბათ შეამჩნიე რომ პირბადე დამრჩა...-ნაცნობი ღიმილი რომლის მეორედ დანახვა მარწმუნებს იმაში რომ სიზმარში არ ვიმყოფები.
ისევ ჩემ ოთახში ვსხედვართ და ისევ ჩუმად
-უნდა წავიდე, სასტუმროში ნომერი დავჯავშნო
-არ დარჩები შუაღამემდე?
-არ მთხოვო
-გთხოვ.ალბათ ნებისმიერ ადამიანს ჰქონია შეგრძნება როდესაც ირგვლივ ვერაფერ გრძნობს.
სწორედ მაშინ, როდესაც ველაპარაკები მას, ან უბრალოდ ჩუმად ვზივართ ერთად და არაყს ვეწაფებით, თავს ვგრძნობ თავისუფლად.
ასე მგონია რომ სამყარო რომელზეც ხელი წლებია ჩავიქნიე არც თუ ისე დიდ გასაჭირშია რადგან მე რომ ავდგები და თავს მოვიკლავ ჩანიოლის მსგავსი პიროვნებები იზრუნებენ ყველაფრის გადარჩენაზე, რადგან ღმერთი თუ იარსებებდა და რაიმეს მწყობრში მოყვანას გადაწყვეტდა ამას აქამდეც იზამდა.
ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, გარდა პაკ ჩანიოლისა რომელიც ორ დღეში იმედად ჩამესახა გულში.
-ხატავ?-დუმილის შემდეგ ეს კითხვა დასვა და კვლავ გამომიწოდა ნახევრად ცარიელი სასმელი. შუა ღამეს უკვე გადაცდენოდა, მაგრამ ჩვენ ისევ იმავე რაფაზე ვიჯექით პლედ გადაფარებულები და დუმილით ვტკბებოდით.
-ეგრეც ვერ ვიტყვი. გინდა რაღაც განახო?-ვაინტრიგებ ის კი პოზიტიური ღიმილით ინტრიგდება, ხელს ვუშვერ, თავის თითებს ჩემსაში ხლართავს და მომყვება.
უჩვეულოდ მიფრიალებს გული.
კარები შევაღე და სინათლე მოვფინე ყველაზე ბნელ ოთახს სახლში.
-ვაუ-აღმოხდა, რადგან დიდ კედელზე სანახევროდ დასრულებული ნამუშევარი დაინახა, ერთგვარი მოზაიკა, უბრალოდ განსხვავებაა ისაა რომ მე გამოსახულებას არა ქვებით, არამედ ფერადი საღეჭი რეზინებით ვადგენდი.
ხმას დიდხანს ვერ იღებდა, ვიფიქრე არ მოეწონებოდა და არასრულფასოვან ადამიად ჩამთვლიდა რომელსაც ყუთებით საღეჭი რეზინი მოაქვს და იმიტომ ღეჭავს რომ მოზაიკა ააწყოს.
-ძალიან ლამაზია. განსხვავებული
-თუმცა დაუსრულებელი
-რატომ?
-სიმაღლე ხელს არ მიწყობს, სკამზე შემდგარიც კი ვერ ვწვდები კედლის ბოლოს, თან ფერები გამომელია, მე კი გარეთ არ გავდივარ.
მასაც ეცინება, ყველა ადამიანს ეცინება.
-ჩემთან შედარებით ძალიან პატარა ჩანხარ
-შენ ძალიან მაღალი ხარ, და ვერ ვხვდები ამხელა რანაირად გაიზარდე, ადამიანი ხარ თუ დევი?
-დევი მეძახე და იცი რა კარგად ვმღერი?-თავმომწონედ გაიღიმა-რაღაც ნიჭი მაინც ხომ მაქვს.
ბნელ ოთახში შეგდებული, დამტვერილი გიტარა იმ იმედით გამოვიღე რომ ცოცხალი იქნებოდა და შევძლებდი მისთვის დამეკრა.
ვიცოდი რომ ეს სიმღერა ეცოდინებოდა, რადგან მე ასე ძალიან მიყვარს. დაკვრა დავიწყე და ხმა ამოიღო თუ არა სხეულზე დენის დარტყმას გავდა შეგრძნება რომელიც განვიცადე.
ხრიწიანი, ღრმა და ლამაზი.
მონუსხული ვაგრძელებდი ჯონ ლენონის სიმღერის დაკვრას და მალე მეც ავყევი"Imagine there's no heaven
It's easy if you try
No hell below us
Above us only sky
Imagine all the people
Living for today... Aha-ah...
Imagine there's no countries
It isn't hard to do
Nothing to kill or die for
And no religion, too
Imagine all the people
Living life in peace... You...
You may say I'm a dreamer
But I'm not the only one
I hope someday you'll join us
And the world will be as one..."გულის ტკივილი სიმღერით იმდენად გადმოვეცი რომ თვალები ამიწყლიანდა, ან ეს უბრალოდ ჩანიოლის ხმის ბრალი იყო, რომელიც ჩემში ისე ღრმად აღწევდა რომ ყველა ღრმად ჩამარხულ ჭრილობას ამოტივტივებას და გახსნას აიძულებდა, ისე თითქოს ვულკანი ამოიფრქვა.
გიტარა გამომართვა და დიდი ხელები მჭოდროდ მომხვია
-მთვრალი ხარ-ხითხითი მომესმა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მიმიყვანა საწოლთან და საბანი გადამაფარა, თვალები მეხუჭება მაგრამ მაინც მესმის მისი ბოხი ხმა, რომელიც ნაზ და ლამაზ სიმღერას მიმღერის. ვიცი ის ჩემთვის მღერის, ეჭვიც კი არ მეპარება, მაგრამ მკლავზე ხელს მჭიდროდ ვუჭერ რომ ღამე არ გამექცეს.
კვლავ მაქვს შიშები რომ მას ვეღარ ვნახავ, მესამედ..მე მომიტევეთ თუ ცუდია :დ <3
+ჯონ ლენონის 'იმეჯინ' არის უფრო გვიან დაწერილი, რის გამოც ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არაუშავს, ძალიან მომეწონა გამოყენების იდეა და პატარა აცდენა მეპატიება იმედია *-* +
YOU ARE READING
Writer
Fanfikceის გავდა პიტერ პენს, ნევერლენდიდან... "-არ დარჩები შუა ღამემდე? -არ მთხოვო -გთხოვ" მისთვის უნდა დამეჯერებინა, არ უნდა მეთხოვა და საერთოდ არ უნდა მეკითხა.