თორნიკე ზოგჯერ მაგ გრძელ ენას ტვინი რომ დააყოლო და დაფიქრდე რას ლაპარაკობ არ იქნება ცუდი
საბა ძალიან დაიძაბა. არ მინდოდა ძმებს ჩემს გამო ეჩხუბათ. თოკას სახეზე დამცინავი ღიმილი აეკრა.
ვერ მიხვდა რა ხდებოდა
ოო ნუ იღრინები ტო ისე ვთქვი, წამოდი ეხლა რა დროზე
ეკლესიის ეზოსკენ წავედით. არ მინდოდა თოკოს დაენახა სინამდვილეში როგორიც ვიყავი. მგონი
ცხოვრებაში პირველად მრცხვენია ჩემი მდგომარეობის. ღმერთო ანა რა გჭირს? მგონი მოგეწონა ეს
ბიჭი. საბა არაჩვეულებრივი გარეგნობის ბიჭია მაგრამ თოკო რაღაც სასწაულია.
ანა ცუდად ხომ არ ხარ?
საბას ხმამ ფიქრებიდან გამომაფხიზლა. მხარზე მთელი ძალით ვუჭერდი. თოკა რაღაცნაირი
ირონიული ღიმილით გვიყურებდა
არა საბა კარგად ვარ, უბრალოდ დავიღალე ცოტა
როგორ უხდებით ერთმანეთს გვრიტებო
რატომ არის ეს ბიჭი ასეთი სიმპათიური და ასეთი საზიზღარი. უცებ ვამპირის დღიურები
გამახსენდა. თოკო დეიმონ სალვატორს შევადარე სიმპათიური მაგრამ ცინიკოსი.
იქნებ ცოტა ხნით მოკეტო?
საბას ხმაში უკვე გაღიზიანება იგრძნობოდა. იმ ადგილას მივედით სადაც ჩემი ეტლი დავტოვეთ.
საბამ ფრთხილად ჩამაჯინა ეტლში. თოკოს სახეს სულ ერთი წამით მოვკარი თვალი. თითქოს
გაკვირვება, ბრაზი, სინანული ყველაფერი ერთად ეწერა სახეზე. პირი დაბნეულმა გააღო მაგრამ
საჭირო სიტყვები რომ ვერ იპოვა ისევ დამუწა.
საბა ძალიან დიდი მადლობა, შენ არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ
მადლიერების ნიშნად ლოყაზე ვაკოცე. პირველად ვიყავი ასეთი სიმპათიური ბიჭების გარემოცვაში
YOU ARE READING
სიყვარული? ის ხომ ბრმაა
Romanceმოკლე შინაარსი: ეს არის ამაჭელვებელი ისტორია ერთი პატარა გოგონას შესახებ მასზე და მის სიყვარულზე მისი სიყვარულის ისტორია....