- თავი 12 -

79 7 0
                                    

დრო ნელ­ნელა გადიოდა. ყველაფერი ნორმალურად იყო. დიდი ჩხუბის მერე თოკოსთან გადავედი სახლში. დღეს ჩვენთან სტუმრები მოდიოდნენ, თოკოს მეგობრები. მთელი დღე ვემზადებოდი.

ძალიან ვნერვიულობ არ ვიცი რას იფიქრებენ თოკოს ადრე ხეიბარ, ორსულ საცოლეზე. არ მინდა

მათთან ცუდი ურთიერთობა მქონდეს

­ანუშკები რას ემზადები ამდენი ხანი? დავბერდი კაცი შენი ლოდინით

­ნუ წუწუნებ რაა, მაცადე ორი წუთი და გამოვალ. მაკიაჟს ვიკეთებ სააბაზანოს კარებთან თოკო იდგა და ბუზღუნებდა. ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო

­შენ კაცს მოკლავ, ამდენი ხანი მომზადება მხოლოდ გოგოებს შეგიძლიათ. ისე ძალიან ლამაზი ხარ

­მადლობა, სტუმრები როდის მოდიან?

­ეხლა 5ზე მგონი

­შენ ჯანმრთელად ხარ? ხუთს ათი წუთი აკლია.

ლოყაზე მაკოცა და აბაზანაში შევიდა, ღმერთო როგორ მინდოდა თავში რამე ჩამერტყა. იდიოტი ეს.

კარზე ზარი იყო.

­თოკოო დროზე გამოდი კარზე ზარია

­ჰოო მოვდივარ, არაფერს არ დაგაცლიან კაცს

კარის გასაღებად წავედით, კარებში 3 გოგო და 2 ბიჭი იდგა. ბიჭებს თვალი რომ მოვავლე წამით

გავიფიქრე თოკოსთან ხომ არ ვიჩქარეთქო მაგრამ სწრაფად გავაქნიე თავი და აზრები გავიფანტე,

გოგოები ჩვეულებრივი ძერსკები აღმოჩნდნენ. ყურებამდე წითელი პომადით და გაშპაკლული სახით

­ბავშვებოო როგორ ხართ?

ერთ­ერთმა ბიჭმა თოკოს მხარზე ხელი დაარტყა

­მაგრად თოკ, აბა გაგვაცანი ეს ლამაზი გოგო

­გაიცანით ეს ანაა ჩემი საცოლე. ანი ეს სოფი, ელე, მაკო, ლევანი და ზუკაა

­სასოამოვნოა თქვენი გაცნობა

­ჩვენთვისაც რძალო ერთმა ბიჭმა მგონი ლევანმა მხარზე ხელი გადამხვია.

სიყვარული? ის ხომ ბრმააWhere stories live. Discover now