- თავი 1-

279 9 0
                                    


როგორც ყოველთვის ახლაც ეზოში ვზივარ და გავყურებ როგორ თამაშობენ ბავშვები. მოკლედ

მოგიყვებით ჩემზე. ანა გელოვანი ვარ. 22 წლის, მცხეთაში ვცხოვრობ. დეიდასთან და ბიძასთან.

შავგვრემანი ვარ, გრძელი თმა და მწვანე თვალები მაქვს. თავის დროზე კარგი ტანი მქონდა მაგრამ

ახლა. ახლა ყველაფერი შეიცვალა... 4 წლის წინ ავარიაში მოვყვით, დედა, მამა და ბებია

გარდაიცვალა მხოლოდ მე გადავრჩი. ექიმები იძახდნენ რომ ეს სასწაული იყო, რადგან დარტყმა ჩემ

მხარეს მოხდა. ეტლზე ვზივარ. არ მრცხვენია. დიახ მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი

ვარ. მერე რა? ბევრჯერ დავუცინივარ ხალხს, ბევრჯერ შევცოდებივარ მაგრამ ეს არაფერია. გული

არცერთხელ მტკენია და იცი რატომ? იმიტომ რომ გული არც მაქვს. სასაცილოა იყო 22წლის გოგო და

არ გყავდეს შეყვარებული, არც არავინ მოგწონდეს და არც არავის მოწონდე. მაგრამ მე ასე ცხოვრებას

მივეჩვიე. ეს არის ჩემი ბედი. დღეს ჩვენი მეზობლის მაიას ქორწილია. წასვლა არ მინდოდა მაგრამ

ძალიან მთხოვა და უარი ვეღარ ვუთხარი. დეიდა დილით ადრე შემოვიდა ჩემთან და მომამზადა.

უბრალო კაბა ჩავიცვი მაინც არავინ შემომხედავდა

­ანუშკა მზად ხარ?

­ამ... კი დეიდა წავიდეთ

ჩემი მანქანაში ჩასმა ნამდვილი ტანჯვა იყო ბიძიასთვი მაგრამ მას 4 წლის განმავლობაში ერთხელაც

კი არ დაუწუწუნია. ძალიან მიყვარს ეს კაცი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმის გამო რომ

ელემენტარული რაღაცეები არ შემეძლო. გზა ჩვენი სახლიდან სვეტიცხოვლამდე ძალიან მოკლე იყო.

მალევე მივედით. ვერ ვიტან ყურადღების ცენტრში ყოფნას. როდესაც ეტლში მჯდომს დამინახავენ

სიყვარული? ის ხომ ბრმააWhere stories live. Discover now