ეხლა რა უნდა ქნა?
ორსულად ვარ, კარგი რაა. რა დროს ბავშვი იყო. ძალიან კი მიხარია მაგრამ თოკოს როგორ უნდა
ვუთხრა?
არ ვიცი, თოკო ჩამოვა და ვეტყვი. ალბათ გაბრაზდება მაგრამ რა ვქნა? მე არც აბორტს ვაპირებ და
არც ამ ბავშვის გაჩენას. თუ დავფეხმძიმდი ესეიგი ღმერთს უნდა რომ ეს პატარა გაჩნდეს.
იცი თოკოს შვილი ძალიან უნდოდა, მაგრამ მე ერთხელ აბორტი გავიკეთე
რააა? რა ქენი?
ანი ხომ გესმის 17 წლის ვიყავი, შემეშინდა. თანა არც მინდოდა ბავშვი
აი თურმე რატომ არ უნდა შვილი. ოუუ ტვინი ამტკივდა უკვე. მგონი ვიცი რაც უნდა ვქნა
ეკა მე წავედი საბას უნდა დაველაპარაკო
გაგიჟდი გოგო? ჯერ არავის არ უთხრა. თოკო გაბრაზდება
არა, საბა დამეხმარება აუცილებლად.
სასწრაფოდ საბასთან წავედი, მცხეთიდან რუსთაველზე გასვლა ნამდვილი ტანჯვაა რაა. მინდა რომ თბილისში პატარა ბინა ვიყიდო ჩემთვის. დეიდაჩემი კი იძახის მაინც თხოვდებიო მაგრამ მირჩევნია ჩემი სახლი მქონდეს. გზა ისეთი გადატვირთული იყო საათნახევარში ძლივს ჩავედი. ცოფებს ვყრიდი უკვე, გაბრაზებულმა საბას კარებზე ბრახუნი დავიწყე
ნორმალური ხარ შენ გოგო? გული გამისკდა, რა ბრახუნი ატეხე?
საბა უნდა მიშველო
რამე სერიოზული მოხდა? დროზე მითხარი თორემ გამისკდა კაცს გული
ისეთი არაფერია, ორსულად ვარ
საბას ისეთი სახე ჰქონდა მე მეგონა გული წაუვიდოდა. სავარძელზე ჩამოჯდა და თავი ხელებში
ჩარგო. თოკოსაც ასეთი რეაქცია რომ ჰქონდეს გული დამარტყავს
თოკომ იცის?
არა ბათუმშია ორ დღეში ჩამოვა, საბა რა უნდა ვქნა?
YOU ARE READING
სიყვარული? ის ხომ ბრმაა
Romanceმოკლე შინაარსი: ეს არის ამაჭელვებელი ისტორია ერთი პატარა გოგონას შესახებ მასზე და მის სიყვარულზე მისი სიყვარულის ისტორია....