იცი რა კითხვა მაქვს? შენ თვითონ გჯერა იმის რაც თქვი?
რისი უნდა მჯეროდეს? იმის რომ მიყვარხარ? რათქმაუნდა მჯერა
უკვე ტირილს ვაპირებდი. ვხვდებოდი რომ რასაც ამბობდა სიმართლე არ იყო. შეიძლება მოვეწონე ან მართლა შევუყვარდი მაგრამ ასე ერთი დღის გაცნობილ ბიჭს ვერანაირ თანხმობას ვერ ვეტყოდი. ხომ გესმით ჩემი ადამიანებს ვერ ვენდობი
თოკო სახლში წამიყვანე რა გთხოვ
კარგი მაგრამ საუზმე?
არ მინდა, გთხოვ წავიდეთ რაა, დეიდა ინერვიულებს
მთელი გზა ხმა არ ამომიღია. მასზე გაბრაზებული ვიყავი. მართლა რომ ვუყვარდე ჯერ არც უნდა
ეთქვა. მე მას გავაუბედურებ. რატომ არ ესმის რომ არ ვარ ისეთი როგორიც ვჩანვარ. რატომ არ ესმის რომ ეს რკინის სკამი და ორი ბორბალი მთელ ჩემს ცხოვრებას განსაზღვრავს? მანქანა სახლის წინ გააჩერა. ეზოში დეიდა იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო
დეიდა, დეიდაააა
ჩემი ხმის გაგომნებაზე თავი ასწია. ალბათ ეგონა რომ მოესმა. თოკომ ეტლში ჩამსვა. დეიდა
სირბილით გამოიქცა ჩემსკენ
ჩემო გოგო. ჩემო პატარა გული გამისკდა. კინაღამ მოვკვდი ისე ვინერვიულე
ნუ ნერვიულობთ მაია დეიდა ყველაფერი კარგადაა, თქვენი გოგო ისევ ისეთი დაგიბრუნეთ
როგორიც წავიყვანე
დეიდას ისეთი თვალები ჰქონდა მეგონა თოკოს მოკლავდა. ცრემლები ხელით შეიმშრალა და
თოკოსკენ წავიდა
შენ რა უფლებით იღებ ხმას? რამე რომ მოსვლოდა მერე რას აპირებდი? შენ გესმის ის ჩემთვის
რამდენ ნიშნავს? როგორ გაბედე და წაიყვანე თანაც ისე რომ არცერთს არაფერი გვითხარი? ყველა
YOU ARE READING
სიყვარული? ის ხომ ბრმაა
Romanceმოკლე შინაარსი: ეს არის ამაჭელვებელი ისტორია ერთი პატარა გოგონას შესახებ მასზე და მის სიყვარულზე მისი სიყვარულის ისტორია....