არავის არასდროს არ გახარებია ასე ფეხის ტკივილი როგორც მე გამიხარდა
ვაიმე ანი რა მაგარია, ახლავე ექიმს დავუძახებ სანამ ექიმი შემოვიდოდა ალბათ გულის შეტევა დამემართა. მე ფეხებს ვგრძნობდი? არა ეს სასწაულია. ოთახში ექიმი ძალიან სწრაფად შემოვიდა
ანი რასაც ეს ბიჭი მეუბნება თუ სიმართლეა მაშინ მოსალოცად გქონია საქმე. მოდი ამას კიდევ
ერთხელ ჩაგარტყავ მარჯვენა ფეხში ტკივილი ვიგრძენი. თანაც ისეთი რომ ყველა ძვალი მეტკინა
აუუ ექიმო მტკივა
ეს ძალიან მაგარია, მოდი ახლა ცადე და თითები მოხარე როგორც დავინახე ყველა თითი ჩვეულებრივად მოვხარე. ექიმი ამოწმებდა ჩემს ფეხებს და თან იღიმოდა
ექიმო თავიდან ხომ ვერ გაიარა ანიმ? ახლა რა მოხდა?
საბას ისეთი სახე ჰქონდა გეგონებოდათ მოჩვენება დაინახა. შოკში იყო როგორც ჩანს ახლა იმოქმედა. ჩემო გოგო ახლა ყველაზე მთავარი უნდა გავაკეთოთ
რა?
ფეხზე უნდა ადგე, აი ეს თუ შეძელი მაშინ ყვლაფერი იდეალურად იქნება. მზად ხარ?
მგონი კი
საწოლიდან ფეხები ძალიან ძალიან ნელა ჩამოვიღე და იატაკზე დავალაგე. მეშინოდა რომ
ავდგებოდი არ წავქცეულიყავი. ქალბატონი ქეთი ცრემლებს იწმინდავდა. 1....2.....3 და ფეხზე
წამოვდექი. თავიდან სწორად ვერ დავდექი და საბამ შემაშველა ხელი. მეორე ცდაზე ჩვეულებრივად ავდექი
ოქრო ხარ. მოდი ანი ეხლა ერთი პატარა ნაბიჯი გადაგდი მგონი ჩემს ექიმს უფრო უხაროდა სიარულს რომ ვიწყებდი ვიდრე მე. ძალიან პატარა ნაბიჯი გადავდგი. სხეულში სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა. შემდეგ მეორე ფეხი გადავდგი. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო საწოლიდან კარებამდე დამოუკიდებლად მივედი შემდეგ კი უკან მოვბრუნდი
YOU ARE READING
სიყვარული? ის ხომ ბრმაა
Romansaმოკლე შინაარსი: ეს არის ამაჭელვებელი ისტორია ერთი პატარა გოგონას შესახებ მასზე და მის სიყვარულზე მისი სიყვარულის ისტორია....