- თავი 4 -

110 8 0
                                    


არ ვიცი ეზოში რამდენი ხანი ვიყავით, არ ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ ფაქტი ისაა რომ ოთახში

გავიღვიძე. ძალიან ლამაზი ოთახი იყო, აშკარად ეტყობოდა რომ ბიჭისაა

­დილამშვიდობისა, როგორ გაძინა?

ოთახში პირსახოც შემოხვეული თოკო შემოვიდა. ღმერთო ჩემო ასეთი ტანი ჯერ არ მინახია, ცოტა ხანს თვალები გაშტერებული მქონდა შემდეგ კი გონს მოვეგე

­დილამშვიდობისა, ძალიან კარგად მეძინა. ეზოში ჩამეძინა?

­ხო, ეტყობა ძალიან დაღლილი იყვი, ამოგიყვანე და ტანსაცმელი გაგხადე

საბანი გადავიწიე, მხოლოდ გრძელი მაისური მეცვა რომელიც აშკარად არ იყო ჩემი. სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მან მე შიშველი მნახა. საწოლის წინ დადგმულ სარკეში დავინახე რომ ჭარხალივით წითელი ვიყავი.

­ჰეიი რატომ გაწითლდი? ისე ძაან მაგარი ტანი გქონია.

ახლა თუ არ მოკეტავს შეიძლება აქვე მოვკვდე. ძალიან მერიდებოდა მაგრამ ეს კითხვა რომ არ

დამესვა ვერ მოვისვენებდი

­ისა თოკო და შენ სად გეძინა?

­შენს გვერდით, ასე კარგად დიდი ხანია არ მძინებია

ოო ღმერთო, ტუჩის კვნეტა დავიწყე ღიმილის შესაკავებლად. მოდი გადავხარშოთ. მსოფლიოში ერთ­-ერთ ყველაზე სიმპათიურ ბიჭს მე ხეიბარი გოგო გუშინ აგარაკზე გამოვყევი, შემდეგ ეზოში მის გვერდით ჩამეძინა. დილით ვიღვიძებ მხოლოდ მისი მაისურით და ვიგებ რომ მას ჩემს გვერდით ეძინა. ახლა კი დგას პირსახოცით და ისე მიყურებს თითქოს ამ ყველაფერში უჩვეულო არაფერი იყოს.

­მოდი ახლა ჩავიცვათ, მე საუზმეს მოვამზადებ და მერე გავისეირნოთ. აქ მაგარი ტყეა

ცხოვრებაში პირველად საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმის გამო რომ ასეთი რაღაცეები არ შემეძლო.

სიყვარული? ის ხომ ბრმააWhere stories live. Discover now