თვალი რომ გავახილე, გამახსენდა გუშინ ღამე როგორ არაჩვეულებრივად გავატარე. აჰჰ რა კარგი
გრძნობა ყოფილა. გვერდზე თოკო მეწვა და მშვიდად სუნთქავდა. უცებ თვალები გაახილა და წელზე მომხვია ხელი
გეგონა გამეპარებოდი ძვირფასო?
ჯერ ერთი დილამშვიდობისა და მეორეც სულაც არ ვაპირებ გაპარვას, აბაზანაში შევდიოდი
დილამშვიდობისა, პატარავ თბილისში როდის წავიდეთ?
რავი თუ გინდა დღესვე, მომბეზრდა აქ
კაი წავიდეთ
ფეხზე წამოვდექი და აბაზანაში შევედი. ისე ჩემი ცხოვრება ზღაპარს გავს არა? ქორწილში არც
მივდიოდი მაგრამ ძალით წავედი. შემდეგ თოკო და საბა გავიცანი. თოკომ ცოლობა მთხოვა, ფეხზე სიარული დავიწყე. თქვენი აზრით ყველაფერი ასე კარგად იქნება სულ? გული ცუდს მიგრძნობს, ჯანდაბა რაა სიმართლე გითხრათ ჩემი ძველი მოსაწყენი ცხოვრება მენატრება. სასაცილოა არა?ხანდახან მინდა ისევ ეტლში ვიჯდე და ეზოში მოთამაშე ბავშვებს ვუყურებდე. წარმოიდგინეთ როდესაც სიარული არ შემეძლო ვოცნებობდი რომ სიარული დამეწყო ახლა კი ოცნებაც არ მაქვს. არაფერი არ მინდა, ყველაფერი მაქვს. ეს ცუდია, ეს ძალიან ცუდია
ანა კარგად ხარ?
კი, კი მალე გამოვალ
ვერც კი გავიგე დრო ისე სწრაფად გავიდა. რა უცნაური ყოფილა სიყვარული. თითქოს გარედან
გეკვრის და არ გაძლევს საშუალებას გაიქცე. თითქოს შენს სულში ჩასახლდა და სანამ საჭიროა იქ
იქნება. ჩემი აზრით სიყვარულს ვადა მალე გასდის. დაახლოებით ერთ-ორ წელიწადში სიყვარული მიჩვევაში გადაიზრდება. მეშინია რომ ერთ დღეს თოკო მომბეზრდება, მეშინია რომ ეს სიყვარული როგორ სწრაფადაც მოვიდა ისე სწრაფად წავა.
მოკლედ აეროპორტში დავრეკე, ორი ბილეთი დავჯავშენე. უცებ ვისაუზმოთ და წავიდეთ კაი? 4ზეა რეისი.
YOU ARE READING
სიყვარული? ის ხომ ბრმაა
Romanceმოკლე შინაარსი: ეს არის ამაჭელვებელი ისტორია ერთი პატარა გოგონას შესახებ მასზე და მის სიყვარულზე მისი სიყვარულის ისტორია....