ტაქსიდან გადმოვედით ...ისე ციოდა რომ ლამისააა ხელები მოგვყინვოდა...ლეე ჰა რიმ მანიშნა 'გამომყევი'ო და მეც თავი დავუქნიე...
ისე ძლიერ თოვდა ,რომ წინ ლეე ჰა რის სილუეტის გარდა ვერაფერს ვარჩევდი...ლეე ჰა რი გაჩერდა (კარი გააღო მგონი) და წამის მეასედში დათოვლილ ეზოში აღმოვჩნდით ,რომლის შუაგულშიც არცისე დიდი სახლის სილუეტი იხაზებოდა...პატარა კიბეებზე ავედით და სახლშიც შევედით.ბნელოდა,ლეე ჰა რიმ ფანარი ჩართო და ჩამრთველი მოძებნა და სინათლეც ჩართო.არცისე დიდი ,მყუდრო მისაღები იყო...ხის კედლებით და დიდი ბუხრით,რომელიც მთელ ერთ კედელს იკავებდა.მის წინ რბილი მწვანე ლეიბები ეწყო და მათზე კრემისფერი ბალიშები ეყარა...ბუხარი შუა კედელში იყო,შემოსასვლელი კარის პირდაპირ.მარჯვენა და მარცხენა კედლებს კი დიდი ,განიერი და მაღალი ფანჯრები ამშვენებდა კრემისფერი სქელი ფარდებით.დანარჩენი არ ჩანდ არადგანაც ტიხარი ეფარებოდა...შემოსასვლელთან საკიდი იდგა,მის პირდაპირ კი სარკე.
-ბევრი არაფერია...უბრალოდ მეტის მოძებნა ვერ მოვახერხე ასეთ მოკლე დროში -ბუტბუტებდა ლეე ჰა რი ნერვიულად
-რას ამბობ?..მოიცა რა...მთავარია სახლი იყოს 🤗 და რაც მთავარია წყნარ ადგილას.რას ერჩი შენ კიდე ამ სახლს?რაც ჩანს ის უკვე მიყვარს-ვუთხარი ღიმილით და თავით მისაღებისკენ ვანიშნე
-ააააა...ისა...შიგნით ცოტა რაღაც მოვატანინე,უფრო სწორად ვუთხარი რომ მოეტანათ,მაგრამ არ ვიცი მოასწრეს ასე მალე თუ არა-მითხრა და თავი ნერვიულად მოიქექა
-რა?..-ვკითხე ინტერესით (რას ნერვიულობ ბეჯოოო...პირველად მხედავ?ნწნწ სულ გამიუცხოვდი შენ...ჯე სუპი რას შვება ნეტა?)
-აააარაფერი-მითხრა და პალტო საკიდზე ჩამოკიდა...მეც იგივე მოძრაობა გავიმეორე და მისაღებში შევედით...აი აქ კი პირი მართლა სამარადისოდ ღია დამრჩა...
-მოუსწრიათ-მითხრა და წრეზე მხიარულად დატრიალდა ...რა მოასწრეს?
რა და: ფანჯრებს გვერდით იატაკიდან ჭერამდე მთელ კედლებზე მიდგმული კარადები წიგნებით იყო სავსე

ВЫ ЧИТАЕТЕ
imagination
Фанфикფიკი მოგვითხრობს უცნაურ სევდიან და ჩოულებრივ საყვარელ სიყვარულის ისტორიაზე და 2 წყვილზე...მოვლენები ხასიათდება მოულოდნელი განვითარებით ...ფიკში აღმასვლის და დაღმასვლის პერიოდები უხვადაა და მოვლენები არ ვითარდება ერთ ტონალობაში p. s. my personal cri...