ზეინი კედელსაა აყუდებული და მისი ხელები ლიამის მხრებზეა მოთავსებული, ხოლო ლიამის ხელები კი მის წელზეა მოთავსებული და სწორედ ის მაგდებს შოკში, რომ ისინი ერთმანეთს კოცნიან....
-ოჰო- ვლუღლუღებ და გაოცებული შევყურებ მათ. აი სურპრიზიც!
ჩემ ხმაზე ორივე კრთება და ჩემკენ იხედებიან, მე კი უკან ვიხევ და ლიამს შევყურებ, რომელიც თვალებიდან ლამის ნაპერწკლებს ყრის, ზეინს ხელს უშვებს და ჩემსკენ მოდის, მე კი სულ უკან უკან ვიხევ.
-შენ ვინღა ჩემი ფეხები ხარ?-კბილებში ცრავს და ხელს მკრავს და კედელს მაჯახებს-აქ დანახულზე კრინტს დაძრავ და ვერ გადამირჩები გაიგე?!
-ემ.. ხომ კარგად ხარ?- შოკი მაქვს. მეგობარს, ბიჭს, რომელიც ჩემი წყალობით იქცა მეგობრული და თბილი...ვერ ვცნობ. მისი მოელვარე თვალები მხოლოდ სისასტიკეს და სიცივეს ასხივებს.
-კიდე ღადავის ხასიათზე ხარ , შე საწყალო?-ღრიალებს და მაისურში ხელს მავლებს, შემდეგ კი კედელს ახლიდან მაჯახებს, ტკივილისგან ვკვნესი და ტკივილნარევი მზერა ლიამის მხარს უკან, ისევ მეორე კედელთან მდგარ გაშეშებულ ზეინზე გადამაქვს- ვიმეორებ, აქ რაც დაინახე არავის ეტყვი თორემ აქვე მგოკლავ , გაიგე?
ლიამს ყურადღებას არ ვაქცევ, არც მის ხელს, რომელიც მაისურზე ისე ძლიერ აქვს ჩაჭიდული,რომ მაისურის საყელო ყელზე მებჯინება და სუნთქვას მიშლის, შემდეგ კი ოდნავ ვიღიმი, როდესაც ზეინი თვალებგაფართოებული შემომყურებს. მიხვდა... მიცნო!
-რა ჯანდაბა გაცინებს, შეშლილი ხარ?- ლიამი გაბრაზებული იქნევს ხელს და მაშინ როცა თვალებს ვხუჭავ და დარტყმისთვის ვემზადები, ზეინის ყვირილიც მესმის.
-არ გაბედო!-ცალ თვალს ვახელ რომ სიტუაცია შევამოწმო, ლიამის მუშტი რამდენიმე სანტიმეტრში ზეინს დაუჭერია და ლიამს ხელს კრავს- ვერ ცნობ?!
-ამ დედამოტყ** ქალაქში ყველას კი არ ვიცნობ!-კბილებში ცრავს-იცნობ?!
YOU ARE READING
Fighter ( Larry ) LGBT
Fanfictionგაფრთხილება!!! LGBT თემა, Boy X Boy. სექსუალური სცენები, ძალადობა. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა. შესაძლებელია სუიციდური ხაზი. ranks : 19.01.2018- #50 in Fanfiction 26.10.2018- #2 in Larry