თავი 6 - "გაიღვიძე"

715 91 18
                                    

188 საათი და 23 წუთი.

მე და ლუი გვერდიგვერდ ვწევართ, ჩვენი სახე პირისპირააა... მის ცისფერ თვალებში ვიკარგები, მისი სუნთქვას ჩემს სახეზე ვგრძნობ, მისი ხელები წელზე მეხვევა და მასთან კიდევ უფრო ახლოს მწევს, ჩვენი ტუჩებს რამდენიმე მილიმეტრი აშორებთ.

-ლუი, რას აკეთებ...-ვჩურჩულებ, მაგრამ არ მპასხობს. ისე ძლიერ მიხუტებს, თითქოს ვინმე ჩემს თავს წაართმევს.

-მხოლოდ ერთხელ... მხოლოდ ერთხელ... ხვალ აღარც კი მემახსოვრება.

-რა გინდა?

-მხოლოდ ერთხელ... მაკოცე.-გაოცებული შევყურებ და ინსტიქტიურად უკან დახევას ვცდილობ, მაგრამ ჩემს წელზე შემოხვეული ხელები ამის საშუალებას არ მაძლევს, მისი სახე კი  უფრო ახლოსაა. უეცრად წამით ხელებს მაშორებს, მაგრამ სანამ რამეს მოვასწრებდე, მაჯებში ხელებს მავლებს და მატრიალებს, შემდეგ კი ჩემს ზევიდან ექცევა და მისი ტუჩები ჩემსას ეხება...

"გაიღვიძე"-გონებაში ნაილის ხმა მესმის.

-ჩემთან დარჩი, სამუდამოდ...-ჩურჩულებს ლუი და ოდნავ იღიმის.

"გაიღვიძე!"-ნაილის ყვირილი ჩემ გონებაში იმდენად ძლიერია, რომ ყურებზე ხელებს ვიფარებ და ვცდილობ ხმა გონებიდან გავაქრო - "გაიღვიძე, აქ შენი ადგილი არ არის!"

-ჰარი!-ჯოანას შეშინებული ხმა მესმის და ვცდილობ ერთმანეთს მიწეპებული ქუთუთოები გავახილო, ჯოანა შვილს ეკითხება რა დამემართა და მის შეხებას შუბლზე ვგრძნობ, მხოლოდ ახლა ვხვდები რომ საწოლზე ვწევარ.

-მე..მე უბალოდ..მე..

-რა გააკეთე ლუი?!-უყვირის ჯოანა, თვალეს ოდნავ ვახელ და ლუის დაბნეულ სახეს ვხედავ, რომელიც გამწარებული ცდილობს რამე მოიფიქროს.

-არაფერი-ვლუღლუღებ, ორივე მათგანი სწრაფად ატრიალებს ჩემკენ თავს, ლუი კრთება ჯოანა კი ლუის უბღვერს, რომელიც დასჯილი ბავშვივით დგას კუთხეში-უბრალოდ თავბრუ დამეხვა.

Fighter ( Larry ) LGBTWhere stories live. Discover now