-დარწმუნებული ხარ, რომ ეს ნამდვილად გინდა?-მეკითხება ლუჰანი და დაკეცილ ტანსაცმელს მაწვდის, რომელსაც მე ჩემოდანში ვათავსებ.
-უკვე ერთი წელია, რაც მესიზმრება. ვფიქრობ ეს სიზმრები მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც მას ვნახავ.
-შენები რას ამბობენ? დაგთანხმდენ ჰელზონში სასწავლებლად წასვლაზე?
-უკვე 20 წლის ვარ, მათი ნებართვა არ მჭირდება-მხრებს ვიჩეჩ და რის ვაი ვაგლახით ვკეტავ ჩემოდანს. საწოლიდან ვიღებ, რომ იატაკზე გადავდო.
-არც ჯემამ არ იცის?
-რომ იცოდეს, უკვე აქ იქნებოდა- ვიცინი- ხომ იცი მისი ხასიათი. სანამ არ წავალ არ უთხრა, არ მესმის რატომ ვერ იტანს ჰელზონს, ჩვენ ხომ იქ გავიზარდეთ.
-არც მე ვიცი, ძმაო- იღიმის ლუჰანი.
რამდენიმე საათში ჩემოდანი საბარგულში განისვენებს, მე კი უკვე ჰელზონის გზას ვადგევარ. რამდენიმე ქალაქის გავლის შემდეგ შენობებს ხეები და უკაცრიელი ადგილები ანაცვლებს, ნავიგატორი გზას მიჩვენებს ქალაქისკენ, რომელშიც მეგონა აღარასდროს აღარ დავბრუნდებოდი. მანქანა უკვე მთებს და უღრან ტყეებში მიიკვლევს გზას, ბნელ გზას მხოლოდ მთვარე და მანქანის ფარები ანათებს. უკვე ვფიქრობ რომ დავიკარგე, როდესაც საგზაო ნიშანს ვამჩნევ.
"Hellzone - 666 meters"
ცალ წარბს ვწევ და მოსახვევში ვუხვევ, როდესაც მანქანის წინ რაღაც გადარბის და ვცდილობ საჭე გავასწორო, მანქანა ასფალტზე სრიალებს და რვიანს ხაზავს. მთელი ძალით ვაწვები მუხრუჭის პედალს და როდესაც მანქანა ჩერდება, მანქანის წინ უშველებელ შავ მგელს ვხედავ.
-ამის დედაც- ვლუღლუღებ შოკირებული, ჯერ კიდევ ადრენალინის ქვეშ ვარ.
მგელი მანქანის წინ დგას და მიყურებს. მის მზერას ვგრძნობ და რატომღაც შიშისგან ვიბუზები, თითქოს მანქანაში არ ვიყო და მის წინ ვიდგე.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Fighter ( Larry ) LGBT
Hayran Kurguგაფრთხილება!!! LGBT თემა, Boy X Boy. სექსუალური სცენები, ძალადობა. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა. შესაძლებელია სუიციდური ხაზი. ranks : 19.01.2018- #50 in Fanfiction 26.10.2018- #2 in Larry