1 საათი, 35 წუთი და 21 წამი.
თავის ტკივილი ისევ ისე მოულოდნელად დამეწყო, როგორც ადრე. ამ კვირის განმავლობაში, რაც მე და ლუიმ ქალაქთან ახლოს კოტეჯში გავატარეთ, ლუი გვერდიდან არ მომშორებია.
სმენითი ჰალუცინაციები ყოველ ჯერზე უფრო ძლიერი ხდებოდა, მე კი ხმასაც ვერ ვიღებდი ხოლმე ტკივილისგან. ზოგჯერ ჯემას ხმაც მესმოდა, მაგრამ უმეტესწილად ნაილი მელანდებოდა, რომელიც დროს ითვლიდა.
უკუთვლით.
ერთი კვირის წინ 169 საათი... რამდენიმე დღის წინ 82 საათი...
ერთადერთი რაც აქ მაკავებდა შეტევების დროს ლუი იყო. მთელი ეს კვირაც გვერდიდან არ მომშორებია... ყველანაირად ცდილობდა დაენახებინა, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო... მაგრამ მე უკვე ვიცოდი, უკვე მიხვდი...
აქ არაფერია რეალური. არც ლუი, არც მე. არავინ და არაფერი.
მაგრამ არ შემიძლია წავიდე, არ შემიძლია გავიქცე... აქ ლუია და რომც რეალური არ იყოს, მის ხელს მეორედ ვეღარ გავუშვებ.
-ლ..ლუი-ამოვილუღლუღე, ბიჭმა ჩემი მკერდიდან თავი აწია და მისი ცისფერი თვალები შემომანათა. ჩემზე მოხუტებული იწვა, მე კიდე ჭერს ავცქეროდი.
-ვგიჟდები?
-არა, რათქმაუნდა- სწრაფადვე უარყო, მაგრამ მის ხმაში დაბნეულობა შევამჩნიე- ან იქნებ, კი. ყველა ადამიანი ცოტათი გიჟია. ყველა ჩვენთაგანს ერთხელ მაინც გაუფიქრებია, რომ გიჟია.
-ეს ყველაფერი... არაფერია რეალური?
-არაფერი, რაც აქაა.
-მაშინ შენ რატომ ხარ ჩემთან ერთად?-ვჩურჩულებ.
- ცდები. მე არ ვარ შენთან, ეს შენ ხარ ჩემთან. შენ დაბრუნდი... და არც კი იცოდი, რომ ჩემს პირად ჯოჯოხეთში შემოაბიჯე.
-რაზე ლაპარაკობ?
-უბრალოდ დაივიწყე, ჰარი. ყველაფერი მალე დასრულდება, ჩვენ გარშემო ყველაფერი გაქრება და დავრჩებით მხოლოდ მე და შენ... უშველებელ სამყაროში. სიცარიელეში ორნი.
DU LIEST GERADE
Fighter ( Larry ) LGBT
Fanfictionგაფრთხილება!!! LGBT თემა, Boy X Boy. სექსუალური სცენები, ძალადობა. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა. შესაძლებელია სუიციდური ხაზი. ranks : 19.01.2018- #50 in Fanfiction 26.10.2018- #2 in Larry