"ჯოჯოხეთი თავისსას იბრუნებს"- ბოლო თავი + ეპილოგი

952 76 219
                                    

ჰელზონი. 4 წლის წინ.

ღამის სიჩუმეს მხოლოდ ფოთლების შრიალი და კალიების რითმული ხმები არღვევდა.

არაფერი მოასწავებდა ცუდს, ერთი ჩოვლებრივი ღამე იყო. წყნარი, გრილი და რაც მთავარია ნათელი.

მთვარე მთელს ქალაქს ანათებდა. ცაზე ღრუბლებიც კი არ იყო, რომ რამეს მოფარებოდა. დაცურავდა ცაზე და ღრუბლებს ეძებდა, რომ დალაპარაკებოდა, თან ქალქს დაჰყურებდა. უფრო მაღლა აცურდა და ქალაქის შუაგულში აღმოჩნდა, ინტერესით დაჰნათოდა სახლს, სადაც წვეულება იყო.

ქალაქში ყველა ერთნაირ სახლში, ყველა ერთნაირ ადამიანს ეძინა.

ქალაქის ერთადერთ განსხვავებულ, ახლა სახლში კი წვეულება იყო... წვეულება სადაც ეუცრად იხეთქა ცეცხლმა.

სიჩუმე ხმაურმა, ყვირილმა და კივილმა დაარღვია.

მთვარე წინ წაიწია, რომ უკეთ დაენახა ყველაფერი.

ცეცხლი ისე სწრაფად გავრცელდა, რომ ადამიანებმა თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრეს. ქალაქში, სადაც სახლები იმდენად ახლოს იდგა ერთმანეთთან, რომ იფიქრებდით, ერთმანეთზე გადაბმულები არიანო, ცეცხლი ქარბორბალას დამესგავსა, რომელიც ირგვლივ დატრიალდა და ყველაფერს წუთებში წაუკიდა ცეცხლი.

მთვარე ღრუბლებს უხმობდა დასახმარებლად, თუმცა არსაიდან გამოჩენილმა ღრუბლებმ ვერაფერი შეძლეს.

მთვარე ღრუბლებთან ერთად ტიროდა, მაგრამ ცეცხლი არ ქრებოდა. ქალაქი ცოხლად იწვოდა, იწვოდა ადმიანები, ცხოველები, ხეები... ყველაფერი.

მთვარემ უბნის ბოლოს, ქერათმიან ბიჭს გახედა, რომელმაც ცდილობდა სწრაფად დაეხატა პენტაგრამა. მის გვერდით გადაფითრებული დ შეშინებული ლუი იდგა. ქალაქის მეორე ბოლოში იყვნენ, მისი დები და მშობლები კი ცეცხლის ბარიერის იქით. ლუიმ ბევრჯერ სცადა გზა მისი სახლისკენ გაეგნო, მაგრამ ხეები, რომელებიც ცეცცხლოკიდებულები ეცემოდნენ გზებზე, ხელს უშლიდა.

Fighter ( Larry ) LGBTWo Geschichten leben. Entdecke jetzt