ჩუმად ვიჯექით ხის ქვეშ და პეიზაჟს გავცქეროდით. სიჩუმე იყო, ისეთი სიჩუმე რომ მხოლოდ ნიავის და ფოთლების შრიალი ისმოდა, დრო და დრო ჩიტების გალობაც აღწევდა ჩვენ ყურამდე. ორივე ჩუმად ვიჯექით, ერთმანეთს არ ვუყურებდით და ღურბლებს გავყურებდით, უხმოდ ამვიღე სენდვიჩები პარკიდან. პარკის შრაშუნმა მყუდროება დაარღვია, ლუიმ გაამომხედა, როცა სენდვიჩი გავუწოდე, ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა, გამომართვა და ისევ ტბას და მთებს გახედა. ამოვიოხრე და სენდვიჩი ჩავკბიჩე.
-ზოგჯერ ამ პეიზაჟის შემხედვარეს მგონია, რომ მკვდარი ვარ....
-სისულელეებს ამბობ - სწრაფად შევაწყვეტინე. ბავშვობაშიც ასეთი უცნაური იყო, ყოველთვის ასეთი უცნაური იყო.
-ჰარი შენ ვერაფერს ხვდები-ამოიოხრა- მე ერთადერთი ვარ ვინც ხედავს, რომ დრო გადის. ყველას ამ ქალაქში გონია რომ 4წლის წინ წახვედ...
-ეს მეც შევამჩნიე -ჩაფიქრებულმა გავხედე ლუის, მან კი მისი ლურჯი თვალები შემომანათა. - ზოგი რამ არარეალურს გავს.
-ამიტომაც გეუბნებიან, რომ წახვიდე- მზერა დახარა და მის ხელებში ყველის და ლორის სენდვიჩს დააშტერდა.-მათთვის 4 წელი გავიდა, ჩემთვის და ზეინისთვის კი 5.
-ბოდავ -თვალებს ვატრიალებ- თავს კარგად ვერ გრძნობ??
ლუიმ გაბრაზებულმა გამომხედა და უნდოდა რაღაც ეთქვა, პირი გააღო მაგრამ ვერაფერი ვერ თქვა, როცა ჩემი ხელი მის შუბლს შეეხო. ტუჩები მოკუმა და ჩემი ხელის მოსაშორებლად თავი გააქნია.
- სიცხე აშკარად არ გაქვს.
- შენ მე არ მისმენ!
- გისმენ ლუი, მაგრამ სისულელეებს ამბობ!
- უბრალოდ დაიმახსოვრე, რაც აქ ხდება არაფერია რეალური... არავინ არაა რეალური, შესაძლოა მეც კი...
-ლუი მოკეტე და ჭამე- თვალები გადავატრიალე. ლუი, როგორც ბავშვობაში გაიბუსხა და ჭამას შეუდგა, სანამ მე სენდვიჩს ჩავკბეცნდი, მას უკვე მთლიანად შეჭმული ჰქონდა და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული გაბუსტხული ტუჩებით იჯდა. თვალები გადავატრიალე, აქ არაფერი იცვლება, ლუიც კი.
ESTÁS LEYENDO
Fighter ( Larry ) LGBT
Fanficგაფრთხილება!!! LGBT თემა, Boy X Boy. სექსუალური სცენები, ძალადობა. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა. შესაძლებელია სუიციდური ხაზი. ranks : 19.01.2018- #50 in Fanfiction 26.10.2018- #2 in Larry