თავი 11 - "დასასრული ახლოვდება"

554 69 36
                                    

170 საათი და 28 წუთი.

-დასასრული ახლოვდება.-ამოიჩურჩულა ლუიმ, მე კი გაოცებული მზერა მის ლურჯ თვალებზე გადავიტანე.

-რისი?

-ჩვენი.- გაოცებულმა გავაყოლე მზერა, როცა ლუიმ ოთახი, შემდეგ კი სახლი დატოვა.

-რა ემართება ამ ბავშვს?-გაოცებულმა ჩავიბურტყუნე და სამზარეულოსკენ გავაბიჯე, მაგრამ რათქმაუნდა შესვლა არ დამცალდა.

-ჰარიიი! ჰარიიი!-ჯორჯიანას ყვირილზე უკან მივიხედე, გოგონა ისეთი შემომახტა, რომ წავბორძიკდი და კინაღამ იატაკზე გავიშხლართე.-უსამართლობააა! მეც მინდააა!

-რა გინდა?-ვკითხე და პატარა წურბელა ძლივს მოვიშორე.

-ახალი ტელეფონი-ამოიბუზღუნა გოგონამ და ტუჩები დაბერა.

-და ვის უყიდეს ახალი ტელეფონი?-გამეცინა, ხელი თავზე დავადე და თმები ავუჩეჩე.

-შენ-გაიბუსხა ჯორჯიანა.

-მე?-დავიბენი, როცა გოგონამ ტელეფონი გამომიწოდა.

-ლუიმ თქვა რომ შენი ტელეფონი გაფუჭდა და დედამ ახალი ტელეფონი შენთან გამომატანა. 

-ოუ-უხერხულად ამოვთქვი და ტელეფონი გამოვართვი.-გპირდები ზოგჯერ გათამაშებ ხოლმე.

-არ მინდა-თავი გააქნია- უბრალოდ ლუის მისწერე. ჩვენი ნომრები უკვე ჩაგიწერე.

ტელეფონს ბლოკი მოვხსენი და მაშინვე კონტაქტებში შევედი. ლუის ნომერი მოვნახე, რომელზეც "დათუნია ბუ" ეწერა და გაღიმებულმა ავხედე ჯორჯიანას, რომელსაც ამ მოკლე დროში წასვლა მოესწრო, ჯორჯიანას მაგიერ ცარიელ კედლებს გავხედე.

მესიჯი სწრაფად ავკრიფე და მივწერე, თან ღიმილს ძლივს ვიკავებდი.

"ჩვენი ძველი თამაში ხომ არ გვეთამაშა?"

პასუხმა არ დააყოვნა.

"ვინ ჯანდაბა ხარ?"

"ლუ, პატარავ. ჩემ გარდა სხვა გეთამაშებოდა?"- ცოტა მაკლდა რომ ხმამაღალი ხარხარი არ დამეწყო.

Fighter ( Larry ) LGBTWhere stories live. Discover now