თავი 9 - "ქალაქი კლავს"

612 75 63
                                    

179 საათი, 10 წუთი, 25 წამი.

 ლუი მალევე ვიპოვე. ხელებ დამუშტული ბიჭი, ხის ქვეშ იჯდა და ხეს ეყუდებოდა. თვალები დახუჭული ჰქონდა, ყელზე ძარღვები დასჭიმვოდა. 

მისგან რამდენიმე ნაბიჯში გავჩერდი და მივაშტერდი, ბიჭმა ზღვისფერი თვალები გაახილა და  წინ, ტბისკენ გაიხედა. მის მზერას თვალი გავაყოლე.

მზე უკვე საკმაოდ მაღალა იყო, მაგრამ ღრუბლები მის გარშემო, ხელს უშლიდა მისი სითბო ქვეყნისთვის მოეფინა. გრილოდა. მზე ზოგჯერ ღრუბებიდან გამოიჭყიდებოდა. მთებს ზეწარივით გადაფარვოდა თხელი ნისლი, რომელიც ტბისკენ მოიწევდა. წყალი თვლისმომჭრელად ციმციმებდა და პეიზაჟს არარეალურს ხდიდა.

-საცოდავი ადამიანი ვარ -უეცრად ამოთქვა ლუიმ და მზერა სწრაფად გადმოიტანა ჩემზე, მისი თვალები ისეთივე ცივი იყო, როგორც ზამთრის ღამე და მასში იმდენი ზიზღი იკითხებოდა, რომ უნებლიედ შევკრთი. -ასეთად შენ მაქციე, ჰარი.

უცნაური იყო მისი ამ მდგომარეობაში ნახვა, თითქოს მას არც არასდროს არ ვიცნობდი, ახლა ჩემს წინ, მიწაზე, ხეზე მიყუდებული ბიჭი, სრულიად უცნობი იყო ჩემთვის.

მის მიმართ სრულიად არაფერს ვგრძნობდი. ვერ ვხვდებოდი, რისთვის დავბრუნდი ამ დაწყევლილ ქალაქში, რისთვის დავბრუნდი ქალაქში, სადაც აღარავინ მელოდა.

-რისთვის დაბრუნდი, ჰარი?

ვერ მივხვდი კითხვამ ჩემ გონებაში გაიჟღერა თუ მან მკითხა, უაზროდ მივშტერებოდი მის სახეს. მე მას არ ვიცნობდი, არ ვიცნობდი იმ ლუის, რომელიც ახლა ჩემ წინ იჯდა.

კითხვა განმეორდა. პირი გავაღე, რომ მეპასუხა,  უეცრად ნაილის ყვირილმა ყველაფერი გადაფარა.

"წადი!" - პარკი ხელიდან გამივარდა, ხელები ავტომატურად  ყურებზე მივდე, თითქოს ისინი დამიცავდნენ- " მას არ სჭირდები! მისთვის მუდამ ცუდი მოგააქვს! წადი! "

ლუის ქვევიდან ავხედე, წარბშეუხრელად პირდაპირ თვალებში შემომხედა. ნელა წამოდგა, მომიახლოვდა და მისი ხელები ჩემს ხელებს  შეეხო.

Fighter ( Larry ) LGBTWhere stories live. Discover now