გამარჯობა მე ლიამი ვარ.მინდა მოგიყვეთ ჩემი
ისტორია.ზაფხულის ძალიან ცხელ დღეს გადავწყვიტე დასასვენებლად წასვლა მაიამიში.სასტუმროს დაჯავშნა ვერ მოვასწარი და აეროპორტიდან სეირნობა მომიწია.ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიპოვე ადგილი,რომელმაც დანახვისთანავე მომხიბლა და შიგნით შესვლა გადავწყვიტე.შოდა ინტერიერმა გამაოგნა,თავი სიზმარში მეგონა და სასწრაფოდ დავჯავშნე ნომერი.გოგონამ მითხრა,რომ თავისუფალი ნომერი არ ჰქონდათ.შინაგანად ვტიროდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.ვიფიქრე აუზის ფულს გადავიხდი და განტვირთვის ერთ საათს მოვიწყობთქო.მივედი ისევ გოგონასთან,გადავიხადე ფული,საპირფარეშოში გამოვიცვალე და გარეთ გავედი.გარეთ ნამდვილი სამოთხე იყო.ყვავილებით მორთული მწვანე ბაღი,რომელიც ედემს მაგონებდა.შვიდი დიდი აუზი და უამრავი ლამაზი გოგონა.რათქმაუნდა აქედან წასვლაზე აღარც მიფიქრია,ეს ზუსტად ის იყო რაც 25 წლის გადაქანცულ ბიჭს ჭირდება.შეზლონგზე კარგად მოვკალათდი,ნივთები დავაწყვე და გადავეშვი აუზში.ცურვა ჩემთვის ყველაზე საყვარელი განტვირთვის საშუალებაა და სრული ნეტარება იყო ჩემთვის აუზში ჩასვლა.აუზიდან ამოვედი და მიმღებში მივედი.გოგონამ სიხარულით მახარა,რომ ორი წუთის წინ განთავისუფლდა ნომერი და მეც აცუნდრუკებული ავვარდი მაღლა.ოთახში ოთხი საწოლი იდგა,რადგან ერთზე ვერ ვიძინებ,ხოლო მეორე იმიტომ იდგა,რომ ამაზე პატარა ოთახი არ იყო.უცებ კარზე კაკუნის ხმა გავიგე და უცებ ვიფიქრე,რომ ის გოგო იყო,რომელიც აუზიდან ამოსვლის შემდეგ დაჟინებით მიყურებდა და მყისიერად გავაღე კარი,მაგრამ აშკარად შევცდი...