Plan

93 9 2
                                    

-იცი მე დანიშნული ვარ ლიამ.ძალიან მიჭირს ამის თქმა.
-რატომ მომატყუე?უბრალოდ ბეჭედიაო რომ მითხარი? თავიდანვე გეთქვა არ ჯობდა?
-ლიამ მე არ მინდოდა ეს ნიშნობა.მე არ მიყვარს ის.
-მე უბრალოდ ტყუილი არმიყვარს.რატომ მიხსნი გიყვარს თუ არა.
-იმიტომ ლიამ რომ ჩვენ მეგობრები არ ვართ.
-როგორ არა? მეგობრები ვართ.
-მეგობრები სხვანაირად იქცევიან ლიამ.
-რანაირად?
-მაგალითად ერთად არ წვანან.
-ერთხელ იყო მია ეგ.
-ლიამ ეგეც ნიშნავს რაღაცას.მე ვერ ვიმეგობრებ ადამიანთან რომელთანაც ვიწექი.
-მე ვერ ვიმეგობრებ მატყუარა ადამიანთან!
მიას თვალებზე ცრემლები დავინახე.ადგა და გაიქცა ამ სიტყვების თქმის შემდეგ.ნამდვილად არ გავეკიდებოდი.ყველაზე მეტად ტყუილი მანცვიფრებს და მან ძალიან ცუდად მომატყუა.არც მეგობრობა გამომდის არც ურთიერთობა არაფერი.უვარგისი ვარ.არვიცი ძალიან გავბრაზდი მის საქციელზე.
ერთი კვირა გავიდა და მია არც კი მონახავს.აღარ ვეკონტაქტებოდი.ბიჭებმა მითხრეს ძალიან ბედნიერი ჩანდაო და მაგაზე უფრო გავბრაზდი.ამასობაში იმ ბიჭმა დამირეკა.ვინც დამეჯახა და ჩემი ნახვა გადაწყვიტა.მე ბიჭებთან ერთად ვიყავი და ისინიც წავიყვანე.მოკლედ ბევრი ვილაპარაკეთ.ჰარი. კარგი ბიჭი აღმოჩნდა.ბიჭებსაც ძალიან მოეწონათ.სასტუმროში შემოვედით თუ არა ლუიმ დაიწყო ლაპარაკი:
-მომეწონა კარგი ბიჭია.ესეთი კეთილი დამნაშავე ჯერ არ მინახავს.
-უბრალოდ ოდნავ დამეჯახა,მეტი არაფერი.
ლუი აგრძელებდა ჰარის ქებას,ყურები დაგვიხშო.ნაილი კი კვდებოდა სიცილით.
-ლიამ ისადა მია როგორაა?
-არვიცი ხო იცით რომ არ მინახავს?
-საერთოდ უნდა გაებუტო ეხლა?
არმოგენატრა?
-არა არ მომენატრა.
-არა ლიამ მოგენატრა.ვის ატყუებ?ეგეთი გულცივი არხარ.
-ცოტა კი მაგრამ არ ვაპირებ მის ნახვას.
-ხვალ მიდი და ნახე.ვირივით ნუიქცევი...

something importantWhere stories live. Discover now