ფანჯრუდან მზის სხივმა შემოიჭყიტა თითქოს დამხედა,გამეღვიძა და მივხვდი,რომ საუზმეზე დამაგვიანდა.ტკბილად ჩამძინებია.გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და რესტორანში ან პატარა კაფეში მესაუზმა.ჩამოვედი და გავედი გარეთ.ტაქსი გავაჩერე და გავეშურე იმ ადგილისკენ რომელიც მომეწონებოდა.და აი დავინახე საოცარი პატარა კაფე.გარედან ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა,ხოლო შიგნით ძალიან ვინტაჯური და საერთო ჯამში საყვარელი კაფუშკა იყო.დავჯექი რაღაც ძალიან მშიოდა და პიცა შევუკვეთე.პიცა არ მეყო და ცეზარიც დავამატე.მერე შავი ნაყინიც ჩავცეცხლე და ცოტახანში ფეხით სეირნობა გადავწყვიტე.ვსეირნობდი,როგორც ყოველთვის ისევ მარტო და რატომღაც თავში იმ გოგოს ღიმილი ამომიტივტივდა რომელიც სასტუმროს აუზში გავიცანი.უფრო სწორად გამეცნო.ვიფიქრე დავბრუნდები და მოვძებნითქო მაგრამ ისევ გამახსენდა ჩემი და სოფიას ურთიერთობა რომელზეც ფიქრი თავს არ მანებებდა.მაღაზიაში შევედი და რაღაც ჟელიბონები ვიყიდე იქნებ გავერთოთქო.გზადაგზა ვღიღინებდი და გადასასვლელზე გადავედი,მაგრამ უეცრად ძირს დავეხეთქე.ვიღაც ნიჭიერი დამეჯახა და წავიქეცი.მანქანიდან გიჟივით გადმოვარდა ბიჭი და ბოდიშებს მიხდიდა.სასტუმროში მიმიყვანა და გამეცნო:
-გამარჯობა მე ჰარი ვარ.შენი სახელი?
-ლიამი მაგრამ მანქანის ტარება ისწავლო ჯობია.
-ბოდიში დაიზიანე რამე,
-ეგღა მაკლდა იმედია არა
-კარგი თუგინდა წავიდეთ ექიმთან.
-არა მადლობა დავრჩები აქ.
-კარგი.შენი ნომერი მითხარი რომ ვიცოდე
-რატომ?
-რავიცი რამე რომ დაგჭირდეს
-მაშინ პირიქით მე უნდა ჩავიწერო.
-მოდი ორივემ ჩავიწეროთ.
ჰარი ძალიაბ მომეწონა.ასეთი საყვარელი ბიჭი ჯერ არ მინახავს.ავედი ნომერში და ტელეფონზე ფეისთაიმით მირეკავდა ნაილი...