Roses🌹

80 8 0
                                    

მიას ლაპარაკის დროს ნათქვამი ჰქონდა,რომ ვარდებზე
გიჟდებოდა.დილით ადრე ავდექი,ყვავილების მაღაზიაში გავიქეცი და მიას კარებზე დავაკაკუნე.მივხვდი,რომ ეძინა და ვარდები საწოლზე დავუდე.კარი გამოვხურე და წამოვედი.არც ბარათი ჩამიდია და არც რაიმე მიმანიშნებელი.მია კიდევ ერთი კვირა არ გამოჩენილა.ვიფიქრე,რომ ან ვარდები არ მოეწონა ან საქმროსგან ეგონა და ჩვეული რიტმით ვაგრძელდებდი ცხოვრებას,სანამ მია ვიღაც კაცთან ერთად არ დავინახე.თავიდან ვიფიქრე არაფერს ვიზამ თითქოს არ შემიმჩნევიათქო,მაგრამ ის კაცი ნელნელა მიაზე ძალადობას იწყებდა.მივვარდი მიას ხელი მაგრად მოვუჭირე და გამოვაცალე;
-აქ რატომ მოეთრიე?
-აა შენ ის თავხედი ხარ არა?
-წესიერად მელაპარაკე სანამ
კბილები არ ჩამოგიღე ბოლომდე.
მიას ვუთხარი რომ სასწრაფოდ ასულიყო მაღლა.მე ხელის აწევას არ ვაპირებდი ამიტომ იმ კაცთან საუბარი გადავწყვიტე.მიას ბეჭედი დაუბრუნებია მისთვის და გაგიჟებული თმას იგლეჯდა.მოკლედ ბევრი ლაპარაკის შემდეგ წავიდა და მიასთან ავედი:
-ლიამ ბოდიში არმინდოდა ესე მომხდარიყო
-რატომ არ დამირეკე ის თუ აქ იყო?
-არმინდოდა ლიამ.
-კარგი მთავარი ისაა,რომ აღარ შეგაწუხებს.
მია იწვა.თავი ჩემს კალთაში ქონდა და ჩაეძინა.მე იძულებული ვიყავი იქ დავრჩენილიყავი.დილით კი...

something importantWhere stories live. Discover now