ზეინის დანახვისთანავე რაღაც დამემართა.ცრემლები მოვიწმინდე და ვკითხე:
-აქ რატომ მოხვედი?
-გეძებდით მოუხედავად იმისა რომ არ გიცნობ მინდა რომ გაგიცნო.მარტოსულის შთაბეჭდილებას ტოვებ.
-ვაა მადლობა,მაგრამ არ მჭირდება შენი შეცოდება.
-გეყოფა დალევა ლიამ მგონი უკვე საკმარისად ურახუნე.
-არა არ მეყოფა!(დავიყვირე მე)
-ძალიან გაღიზიანებულუ ხარ და მგონი ჯობია ამიხსნა რახდება.
მე ისევ დავიწყე ტირილი და ზეინი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა,მაგრამ მე ისევ მეტირებოდა ვერ ვეგუებოდი იმ ფაქტს,რომ მარტო ვიყავი,საყცარელი ადამიანის გარეშე.ზეინი უშედეგოდ ცდილობდა დავეწყნარებინე და მითხრა:
-იცი რა მგონი ჯობია აუზში ჩავიდეთ.
მეც მაშინვე დავთანხმდი.ზეინი ოთახში ავიდა,დააძინა ჯიჯი,აიღო სასმელი და აუზისკენ გავეშურეთ.
-აბა სასმელი არ გინდაო მე რომ მითხარი?
-არაუშავს ცოტა დავლიოთ და მალე ავიდეთ.
აუზში ჩავედით და შეჯიბრი დავიწყეთ.უცებ მივხვდი,რომ თავს ცუდად ვგრძნობდი,მაგრამ ვერც მაღლა ავდიოდი და ვერც ვცურავდი.ძალა აღარ მქონდა.არვიცოდი რამექნა,ფეხები აღარ მოძრაობდა გული კი სწრაფად მიცემდა და მალევე გავითიშე.ზეინმა ამოყვინთა და ვერ დამინახა,მაგრამ შემჩნევისთანავე ჩემსკენ გამოცურა და ისეთ ხმაზე ყვიროდა,რომ სოპრანოსაც შეშურდებოდა...