4 თავი💚

680 36 4
                                    

დილის 9 საათია არ ვიცი რა ვქნა სალომე კიდევ არ გამოჩენილა,შეიძლება გავგიჟდე ტელეფონი გამორთული აქვს,ღმერთო ეგ სახლში მოვიდეს ყველაფრისთვის მოვთხოვ პასუხს.
გავიდა ერთი საათი და ძლივს კარებზე ზარია, მივვარდი კარებს და სალომე მთვრალი და ბედნიერი სახით მიყურებს😏
-გოგო,შენ ნორმალური ხარ რა გამოვიარე მთელი ღამე საერთოდ იცი.
-აუუ,კაი რა მარი,სახლში მაინც შემომიშვი ჯერ.
-შემოდი,ახლავე შხაპი მიიღე და დაიძინე. ყველაფერს მერე მომიყვები.
-ოჰ,გადამიწყვიტა გოგომ. ბურტყუნებდა თავისთვის და ბანცალბანცალით მიდიოდა.
ცოტახანში მე და სოფო უნივერსიტეტში წავედით სალომეს ეძინა და აღარ გავაღვიძეთ. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა რომ გამოვდიოდი მაშინ შევამჩნიე ჯაშის მეგობრები თითონ არსად არ ჩანდა,გამიკვირდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
სახლში 6 საათზე მივედით სალომეს გაღვიძებოდა მაშინვე მის ოთახში შევედით და კითხვები დავაყარეთ. საბოოლოოდ გავიგეთ რომ ვიღაც ბიჭი გაუცვნია ნიკო ლორთქიფანიძე😊და იმასთან ყოფილა მთელი ღამე მერე მანქანა გაფუჭებიათ და სახლამდე ძლივს მოსულან. სულ გაგიჟდა ეს გოგო რა. ძალიან დაღლილი ვიყავი და დასაძინებლად 9 საათზე დავწექით რა ძნელია ღამე, დილიდან საღამომდე ყველა ნიღაბს იკრავს და დაძინებისას ყველამ კარგად იცის თავისთავი მეორე დღეს კი ხვლავ ნიღაბს იკრავს.😊ნეტავ ჯაში რატომ არ გამოჩნდა დღეს?!
ამ ფიქრებში გართულს ჩამძინებია,მაღვიძარას დაყენებაც დამავიწყდა. რათქმაუნდა,ეს ორი დებილიც ჩემ იმედზეა საათს დავხედე პირველი გამხდარა.ო,ღმერთო! დაგვაგვიანდა! სასწრაფოდ ოთახიდან გავვარდი
-გოოგოოებო! ვყვირივარ ბოლო ხმაზე.
-რა ხდება?ისმის სალომეს ხმა
-პირველი საათია!
-რაა? და განწირული გოგოების ყვირილმა მოიცვა მთელი სახლი😃
-მალე,მალე დრო არ გვაქვს,5 წუთში ლექცია იწყება.
-აუ კარგი რა ,მარი. შენ იმედზე არ უნდა იყოს კაცი,უფ !
-ვაიმე,მაპატიეთ დამავიწყდა ერთხელ რაღაც. მალე ახლა არ გვაქვს დასაკარგი დრო.😏 უნივერსიტეტის ეზოში 20 წუთში ვიყავით,რათქმაუნდა,დაგვაგვიანდა.
ლექციაზე შევედი და ისმის ხმა
-წერეთელი,სად ხარ ამდენხანს?
-აუ მას,არ მინდოდა. ბოდიშით რა😊
-ბოდიში არ მიიღება,გადი გარეთ.
-აუ მას...
-არავითარი მას,გარეთ.
კარგი რა ღმერთო მეთამაშები?! რა ბედი მაქვს რა ,გარეთ დავრჩი. ცოტახანში კლასის ხმა ისმის,ჯაში გამოდის და გვერძე მიდგება.
-ხდება რამე? ვეკითხები მე.
-ამ... არა უბრალოდ მარტო არ დაგტოვე და გამოვედი რა. ისე ლამაზად გამიღიმა დამატყვევა მაგრამ ეს არაფერს არ ცვლიდა.
-ჰოომ,კარგია მარტო მეზარებოდა.
-მარი..
-გისმენ.
-გძულვარ?
-არა ლევან,საიდან მოიგონე.
-არა ,მარი, გძულვარ. და პირველად დავინახე ჯაშის ცრემლები.
-გეფიცები,არ მძულხარ.
-აბა რატომ მექცევი ასე?! რა არ ვცადე შენთან დასაახლოებლად ვფიქრობ უნებურად რამე დავაშავე.
-არა,არა ლევან, ეს ჩემშია პრობლემა არავის არ ვუშვებ ხემ ცხოვრებაში.❤
-თან დამამშვიდა ამ სიტყვებმა და თან ამაფორიაქა.
-......
-ახლა რომ გითხრა რომ მიყვარხარ დამიჯერებ?
-ეს ხომ სისულელეა,როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი რომლის შესახებაც არაფერი იცი და არც იცნობ?!
-სიყვარულს ცნობა არ ჭირდება,მარიამ.
-ვთქვათ გიყვარვარ. მიზეზი მე ხომ შენთვის საბაბი არ მომიცია?
-ჰოდა სწორედ ამიტომ,შენ არ გავხარ სხვებს,სწორედ ამიტომ რომ საბაბი არ მოგიცია და სხვა ამ უნივერსიტეტელი გოგოებივით არ "შემტენიხარ" არ მიყურებ როგორც "გაჩითულ" ლევან ჯაშს შენთვის უბრალო ვარ,მე შენაირი ადამიანი მჭირდება გვერძე შენნაირი,მარიამ. ამ სიტყვებმა გული გამითბო მაგრამ ჰო ვიცოდი რომ შანსი არ გვქონდა მე და ჯაშს.
- ლევანი, იცი.... მე .... შენ ... მე და შენ შანსი არ გვაქვს. შენ როგორც სხვებს ისე გამომიყენებ და გულნატკენი დავრჩები. მე ბევრი რამ გადავიტანე. შეიძლება ერთ დღეს ეს ყველაფერიც გაიგო,მაგრამ აღარ მინდა ტკივილი,ტანჯვა. ამიტომ არ ვიკარებ არავის ახლოს.
-ვნახოთ,მარიამ,ვნახოთ. ეს თქვა და მარტო დამტოვა. არაფერს ვფუქრობდი უფროსწორად ვერაფერს.
& ლევან ჯაში
მიდის წყნარად ნელი ნაბიჯებით.2-3 დღეა უნივერსიტეტში გადმოვიდა და გოგო შეუყვარდა. როგორ? რანაირად?არც თითონ არ იცის მაგრამ ფაქტია უყვარს, ჭირდება. ყოველი წუთი მას უკავშირდება და მაშ რაღააა სხვა სიყვარული?არც არაფერი მხოლოდ ის დარჩენია მარიამს საქციელით დაუმტკიცოს ყოველივე და გული არ ატკინოს. მიდის, მიდის და მარის ყოველი სიტყვა სტკივა მასზე დაკავშირებული.
მიდის და ჩურჩულებს.
-მაინც აგიწეწავ სულს!💚
-მაინც❤

(ბოდიში,გოგოებო,ძალიან დამიგვიანდა მაგრამ ამ სკოლის გადამკიდე კიდე კარგად ვასწრებ მგონი.😃 Please, vote და comment💚)

  დარჩი ჩემთან ❣❣Where stories live. Discover now