22.

983 131 21
                                    




ოთახში სიჩუმეა. უკვე დილაა, თუმცა მუქი ფარდების სივრცე მთლიანად ჩაბნელებულია, მხოლოდ კიდეებიდან თუ აღწევს რამოდენიმე სუსტი სხივი, ისიც იმდენად ფერმკთალი, რომ თვალში გამაღიზიანებლად სულ არ გხვდება. ოთახის შუაგულში უზარმაზარი საწოლი დგას, წითელი თეთრეულით. მასზე ორი სხეული წევს და მშვიდად ფშვინავს, ერმანეთისგან ზურგშექცევით. თითქოს მხოლოდ საერთო საბანი აერთიანებთ.

გამეფებულ სიჩუმეს კარის უეცარი გაღება არღვევს.

-მამა, დედა, გაიღვიძეთ.-ახალგაზრდა ბიჭის აქოშინებულ ხმაზე მეუღლეები საწოლიდან თავს სწრაფად სწევენ და თმააჩეჩილ ბიჭუნას კითხვანარევი თვალებით შეჰყურებენ.

-ქუქი. ის წავიდა..

-რა?-ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ქლოი იკვირვებს.

-ოთახში აღარ არის. გუშინ თავს ცუდად გრძნობდა,ნეტავ ახლა როგორ არის.-ჯიმინი ნერვიულად საუბარს განაგრძობდა.

„ჯანდაბა"თეჰიონი გონებაში იკურთხება და ფეხზე დგება. ტანს გრძელი, ნაცრისფერი შარვალი და ამავე მატერიის მაისური უმშვენებს.ოთახში შესულს ის ცარიელი ხვდება. თითქოს აქ არც არავის შემოედგა ფეხი.

-რა მოხდა? ასე უთქმელად რატომ წავიდა? რამე ეწყინა?-კარებში ქლოი დგება, თხელი საღამურის ამარა.  ხმაში აშკარად ნამძინარევი ტონი ემჩნევა და დაბნეული, ქერა, დაუვარცხნელ თმას ისწორებს.

-უნდა მოვძებნოთ.-ხმამაღლა განაცხადა ჯიმინმა და მამამისს გვერდით ამოუდგა.

-არ მგონია იმდენად სულელი ბიჭი იყოს, რომ სადმე დაიკარგოს. დაბრუნდება, აბა სად წავა.

-იცით რა? მე მის მოსაძებნად მივდივარ.-ჯიმინი გაბრაზებული გადის ოთახიდან და კიბეებით გასასვლელისკენ გადის.

-თეჰიონ! ნუთუ ქუქზე საერთოდ არ ღელავ? ჯიმინს გაყევი.-კაცთან ქლოი მიდის, რომელსაც თხელი, აბრეშუმის ხალათი შემოეცვა.

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now