4.

1.3K 167 43
                                    


-ლექცია დამთავრდა. შეგიძლიათ წახვიდეთ.-მამაკაცი ხმამაღლა აცხადებს, რის შემდეგაც ჩანთააკიდებული დარბაზიდან გადის.

სტუდენტები ხის სკამებიდან იშლებიან და ირგვლივ დიდ ალიაქოთს იწვევენ. ქუქი ჩვეულად ნელა და მოზომილად მოქმედებს. მას არსად ეჩქარება. ნელა იღებს წიგნებისგან დამძიმებულ ჩანთას და ფრთხილად ტოვებს ნახევრად დაცარიელებულ სივრცეს.

გზაში უკვე ნაცნობი სილუეტი აწყდება. ისევ ჯიმინი. რაღაც ძალიან უცნაურად შემოეჩვია ბიჭს, არადა ქუქი არაფრით გამორჩეული ადამიანია, ისეთი რომ ჯიმინისნაირ მხიარულ პიროვნებას მასთან მეგობრობა მოუნდეს, თან ამაში ძალზედ დიდ აქტიურობას იჩენდეს.

ჯიმინი ბედნიერი სახით ეგებება ბიჭს და მანქანისკენ მიუძღვის, რათა  როგორც აღნიშნა თავის სახლში შეკრებაზე მისულიყვნენ.

-გამარჯობა ქუქი.-მანქანასთან  ჯიმინის მეგობრები, ალბათ უკვე ქუქის მეგობრები დგანან და მხიარულად იქნევენ ხელს მისალმების ნიშნად.

„ქუქის მეგობრები" როგორ უცნაურად და.. სასიამოვნოდ ჟღერს.

მცირეხნიანი და ამავდროულად ხმაურიანი მგზავრობის შემდეგ , ჯიპის სტილის მანქანა დიდ შენობასთან ჩერდება.  შენობაში შესასვლელად ჯერ უზარმაზარი ეზო უნდა გადაგეკვეთათ, რომელსაც თითქმის ერთი სიმაღლის გაკრეჭილი, ოდნავ ცვარიანი ბალახი გადაჰფენოდა. აქა იქ ლამაზ  შროშანებსაც შეამჩნევდით, რომლებსაც ამაყად ამოეყოთ თავი. გარემოს კი უფრო მეტ ხიბლს ეზოს მარცხენა მხარეს მდგარი პატარა, გადახურული შენობა ამშვენებდა, სადაც  მაგიდის მახლობლად ხის შეფერადებული სარწეველა დაედგათ.

სახლი გარედანვე მდიდრულად გამოიყურებოდა, ამაში კი ქუქი მაშინვე დარწმუნდა, როდესაც პირველივე ნაბიჯი  დადგა  იატაკზე, რომელიც იმდენად გაეპრიალებინათ, რომ  მასში საკუთარ ანარეკლსაც კი დაინახავდით.

Hopeless./ უიმედოHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin