30.

1.3K 146 66
                                    



           

განათებულ ოთახში მხოლოდ ორი სხეულის სუნთქვა  და ფურცლიც ფხაკუნი ისმის.  მამაკაცი წინ და უკან დააბიჯებს. დრო და დრო თუ შეჩერდება და საწერ მაგიდასთან მჯდომს  თბილ მზერას ესვრის.

-ამაზე რას იტყვით?-უმცროსმა გვერდიდან გამოხედა და თავისთან უხმო.

-დაბოლოს, როგორც ჰენრი მარში იტყოდა: "სახელმწიფო მყარ ოჯახზეა დაფუძნებული. თუ ოჯახში პრობლემაა, სახელმწიფო იწყებს დაშლას, ნგრევას, ნაკუწ-ნაკუწ იფლიტება დაბოლოს ისე გაქრება, თითქოს არც არადროს უარსებია".-თეჰიონი ხმამაღლა კითხულობს ტექსტს და ცოტა ხნით ჩუმდება.

-შესანიშნავია. ვფიქრობ ამით ჩვენი პროექტიც მორჩა.-იქვე ჩამოჯდა.

-ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად ვეღარ შევხვდებით?-ქუქი თავს  დაბლა ხრის.

-არა, ქუქი, ამას ნუ ამბობ.-თავისთან ახლოს მიიზიდა.

-შევხვდებით. რა თქმა უნდა შევხვდებით.

-სადილი მზადაა.-ქვემოდან ქლოის ხმა ესმით.

-წამოდი.-თეჰიონი უმცროსს აყენებს და პირველ სართულზე ერთად ჩადიან.

-ნახვამდის, ქალბატონო კიმ.-ზურგჩანთას ზურგზე იკიდებს და ქალბატონს უღიმის.

-მოდი ქუქ, სადილზე დარჩი და მერე თეჰიონი წაგიყვანს. გვიანია.

-არა, მადლობა.-მორცხვად იღიმის.

-დარჩი რა, ქუქ. გთხოვ.-ჯიმინი არსაიდან ჩნდება სამზარეულოში, ქუქის პირისპირ.

-კარგი.-ბოლოს ნებდება, როცა ხვდება, რომ შეწინააღმდეგებას აზრი აღარ აქვს. ჩანთას იქვე აგდებს და ერთ-ერთ სკამზე ჯდება, ჯიმინის გვერდით.

-მიდი ქუქ, წვნიანი გასინჯე-ქლოი მის თეფშს დასწვდა.

-მადლობა.-ქალს უღიმის და მზერას მის გვერდით მჯდომისკენ აპარებს.

თეჰიონი ხელებს დაყრდნობოდა და მშვიდად უმზერდა როგორ აუღელვებლად მიირთმევდა ბიჭი. 

Hopeless./ უიმედოDonde viven las historias. Descúbrelo ahora