17.

948 147 36
                                    

-ხვალინდელი წერისთვის კარგად მოემზადეთ. შემაჯამებელ ნიშნებზე გავლენას მოახდენს.-თეჰიონი სათვალეს იხსნის და მაგიდაზე ლამაზად დაკეცილს დებს.

-შეგიძლიათ წახვიდეთ.

აუდიტორიაში მჯდომი ქუქი წყნარად დგება და სტუდენტებში ერევა.  შეუმჩნევლად გამოდის და კაფეტერიისკენ მიიწევს.  წყლითა და ყველის სენდვიჩით ხელში ცარიელ მაგიდას უჯდება და იდაყვზე დაყრდნობილ ხელზე თავს ასვენებს.

უკვე მადაც დაეკარგა, თუმცა ბევრი ჭამა არც არასდროს ყვარებია.

ჩანთიდან პატარა ფურცელს აცურებს და წერას იწყებს.

-ჯანქუქ.-მის გვერდით სკამი იწევა და მასზე ჯიმინი თავსდება.

-ჰეი, ჯიმინ..-ქუქს გაეღიმა და ფურცელი სწრაფად გადაატრიალა.

-სხვები სად არიან?

-ლექციაზე. მაინტერესებს  როგორია შენი განწყობა. ხვალ ხომ ბეისბოლის თამაში გვაქვს.

-იმედია სათადარიგო სკამზე დავჯდები.

-ამას რატო ამბობ? მშვენივრად ფლობ ჯოხს.-ჯიმინმა გაიცინა და ქუქის თეფშიდან სენდვიჩი აიღო.

-თავად გჯერა რასაც ამბობ?

-არ მენდობი?-ბიჭი დიდ  ლუკმას კბეჩს.

-ხო, ისედაც არ მშიოდა.

-მაპატიე, ისე მშია, რომ ყველგან მოსიარულე საჭმელს ვხედავ, მათ შორის შენც.

-მართლა?-გაეცინა -რა საკვები ვარ?

-ყველაზე გემრიელი, ტკბილი და ლამაზი.-პირგამოტენილი ჯიმინის სიტყვები თითქმის გაურკვევლად ჟღერს.

-ლამაზი რაღა  შუაში იყო?

-იმიტომ რომ ლამაზი ხარ. პირველად გაიგე?

ქუქი აპირებდა ეთქვა „კი", მაგრამ თავი შეიკავა.

-თუ შენს თავში არხარ დარწმუნებული მამაჩემს ვეტყვი და გავარჯიშებს.

ქუქს თეჰიონის პირველი შეხებისგან გამოწვეული შეგრძნებები გაახსენდა. როგორ ეკვროდა მამაკაცი უკნიდან, როგორ ახლოს ჩურჩულებდა მის ყურთან და..როგორი სასიამოვნო სურნელი სდიოდა. ალბათ ეს თეჰიონის არაამქვეყნიური სუნია, რომელიც ნებისმიერ სუნამოს სჯობს, პირდაპირ სიამოვნების რეცეპტორებს აღიზიანებს და იმდენად თავბრუს გახვევს, რომ რამისაა ქვესკნელში გადავარდე.

Hopeless./ უიმედოOnde histórias criam vida. Descubra agora