38.

771 132 18
                                    

ორშაბათი დილა.

ორი შეყვარებული წყვილი ნელა ტოვებს შენობას და ბარგაკიდებულები ქუჩაში გადიან. სწორედ იმ ქუჩაში, რომელიც თითქოს მათმა სიყვარულმა გამოაცოცხლა.

ეს ის ქუჩაა, რომელსაც უკანასკნელ ორ დღეს ბედნიერებითა და თავისუფლებით სავსენი იკვალავდნენ.
მაგრამ დადგა ორშაბათი, დღე რომელიც ყველასთვის მძიმეა, გამონაკლისი არც ისინი არიან. თეჰიონს არასდროს სჯეროდა ასეთი სულელური სტერეოტიპების, მაგრამ დღეიდან მას სძულს ეს დღე. დღე, როდესაც წყეულ ყოველდღიურობას უბრუნდება და სულში თავისუფალ ვნებას აკნინებს.

ქუქი და თეჰიონი მატარებელში ადიან და ადგილს კუთვნილ კაბინაში იკავებენ. სახეზე ორივეს სევდა გადაჰკვროდა, თუმცა მიუხედავად ამისა ცდილობდნენ ეს დამალული გრძნობა ერთმანეთისთვის არ ეჩვენებინათ.

-ჩვენი პირველი მოგზაურობის დასასრული, მაგრამ არა უკანასკნელის.-თეჰიონი ბიჭს შუბლიდან თმას უწევს და ცხელი ტუჩებით ხანგრძლივ კოცნას უტოვებს.

-მადლობა, ყველაფრისთვის.

-მაპატიე, რომ ამაზე მეტის მოცემა არ შემიძლია.-თავს დანანებით აქნევს და ფეხზე დგება.

-შეწყვიტეთ ამის ძახილი. ამ უქმეებზე გატარებული ბედნიერი წუთები სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. ეს ტკბილი მოგონებები გახდება ჩემი ცხოვრების ნათელი სხივი, ისევე როგორც თქვენ.-ქუქი ფეხზე იჭრება და თეჰიონის წინ დგება.

-შენ..ძალიან კარგი ხარ.-მხოლოდ ამასღა ამატებს და უმცროსს უღიმის. სწორედ ისე, როგორც თავიდან, პირველივე დანახვაზე.

ეს ღიმილი ისეთივე განსხვავებული და უნიკალური იყო, როგორც თვით მამაკაცი, სახელად თეჰიონი.

ღიმილის დროს კბილებს ერთმანეთს ძლიერად აჭერდა. მისი ჩამწკრივებული კბილები, თხელ და უჩვეულოდ ვარდისფერ ბაგეებს შორის, როგორც მარგალიტები ისე მოჩანდნენ. ამ ღიმილის, ქუქის საყვარელი ღიმილის დროს თვალები უწვრილდებოდა, კანი კი, მის გარშემო ოდნავ იჭმუხებოდა, თუმცა მისი შემხედვარე, თითქოს ეს ნაოჭიც კი მეტ ხიბლს სძენდა მის გარეგნობას.

Hopeless./ უიმედოDonde viven las historias. Descúbrelo ahora