12.

1K 140 33
                                    

-ნამჯუნ, სად ისვრი ბრმა ხარ?-ჯინი ჯოხს მიწაზე ახეთქებს და მეგობარს ეჩხუბება, თან სხეულს იყოლიებს.

-რა ჩემი ბრალია, თუ ბურთი ვერ მოიგერიე. დამარცხდი მახინჯო.-ნამჯუნი ბავშვურად ენას გარეთ ყოფს. ეს სიტყვები ჯინისთვის პიკი იყო. ის მთელი ძალით გარბის ნამჯუნისკენ და ძლიერად ეჯახება, რაზეც ორივე ძირს ეცემა.

-ჰეი, გამიშვი-ნამჯუნი მოგუდული ხმით ამბობს, რადგან ჯინის მასიური სხეული ზემოდან აწევს.

-ბიჭებო, დაწყნარდით.-თეჰიონი და ჯიმინი მოჩხუბარ ბიჭებს აშველებენ.

-ბავშვებივით ნუ იქცევით, თქვენ უკვე ზრდასრული ბიჭები ხართ.-თეჰიონი მკაცრად ტუქსავს და ჯინის დაგდებულ ჯოხს მიწიდან იღებს.

-მე რა შუაში ვარ..-ნამჯუნი აწუწუნდა და ხელი აიქნია.

-ორივე დამნაშავეები ხართ, ამიტომ დღეს ვეღარ ივარჯიშებთ. ქუქ მოდი ჩემთან.-მუქთმიანი ბიჭი, რომელიც მთელი ეს დრო ბალახზე იჯდა და სიტუაციას თვალს შორიდან აკვირდებოდა ფეხზე დგება და ლექტორის წინ დგება.

-ჯოხი გამომართვი.-ხელში უფროსის გამოწვდილ ხის ჯოხს იკავებს და ისე დგება. ჯიმინი სასროლად ემზადება.

„ნეტავ ისევ მოვიდეს ჩემთან"-ქუქი გულში ოცნებობს, მაგრამ თეჰიონი გვერდით დგას და მათ აკვირდება. ქუქი ჯოხს ძალით იჭერს შეცდომით და  ბურთს აცილებს.

-ოჰ, ჯანქუქ.-თეჰიონი ისევ მიდის მასთან და სწორად აყენებს.

-როგორი მოუხერხებელი ხარ-ყურში უჩურჩულა და ხელები გაუსწორა.

-ვარჯიშის შემდეგ დაისჯები და ჩემთან დარჩები.

-დავისჯები?-ქუქს ეს სიტყვა უცნაურად მოხვდა ყურში.

-კი, პროექტისთვის დარჩები.-თეჰიონი მას ეცლება და  აწითლებულ ბიჭს მარტო ტოვებს. ვარჯიში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ახალგაზრდებმა თანდათან აითვისეს ეს თამაში და სწორედ ამის აღსანიშნად  თითო ბოთლი ლუდი გამოცალეს.

Hopeless./ უიმედოTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon