24.

1.2K 144 56
                                    

-კარგი რა, მაგ ბანძი გუნდი მხარეს როგორ ხარ?-ჯინი სავარძელში გადაწვა და ყავისფერი ბათინკები მაგიდაზე შემოაწყო.

-ქუქ, უთხარი ამ ჩერჩეტს, რომ წითლები უკეთ თამაშობენ.-ნამჯუნი ქუქისკენ იშვერს თითს, რომელიც ამ ორს სიცილით შეჰყურებდა.

-სულ როგორ ჩხუბობთ.-ჯიმინს ეცინება და ჯინის ფეხებს ხელის კვრით მაგიდიდან ყრის.

-აქ ვჭამთ.-უღრენს და სამზარეულოსკენ მიდის.

- მე თუ მკითხავთ, ორივე ყეყეჩები ხართ.-ქუქი წინ გადაიხარა და ჯიმინის მიერ მოტანილ ჩიფსებს ხელი სტაცა.

-ჯიმინ, მამაშენი სად არის? ის მაინც დამიჭერდა მხარს.-ჯინმა ამოიოხრა და რამოდენიმე ჩიფსი ერთნაირად ჩაიდო.

-არ ვიცი, არ არის სახლში-ბიჭი მხრებს იჩეჩავს.

აი, ამიტომაც არ მოხვდა ქუქის მხედველობაში თეჰიონი. არადა მთელი საღამოა აქაურობას იკვლევს, მისი ჩრდილი მაინც, რომ დაენახა. სულ ტყუილად.

-ახ.-წამოიოხრა და მუცელზე ხელები შემოიწყო.

-ქუქი, კარგად ხარ?

-კი, უბრალოდ თავს შეუძლოდ ვგრძნობ.

-დედაჩემს დავუძახებ.-ჯიმინი ფეხზე დგება.

-არა, არა. მე წავალ, ჯობია დავისვენო.

-კარგი რა, ახლახანს არ მოხვედი? თან თამაშიც დაიწყო უკვე.-ნამჯუმმა  ქუქისკენ მიიჩოჩა და ხელი მხარზე მიადო.

-არაუშავს, სახლში ვუყურებ.-იღიმის და ფეხზე დგება.

-ნამდვილად კარგად იქნები?-ჯიმინი აცილებს და შემოსასვლელ კარს ეყუდება.

-არ მინდა წახვიდე.-დაამატა და თავი ხის ზედაპირს მიადო.

-სხვა დროს ვუყუროთ.-ქუქი ეხვევა და ზურგს აქცევს.

ჯიმინი კარს მიყუდებული გაჰყურებდა ბიჭს და სანამ საბოლოოდ სიბნელეში არ გაუჩინარდა, იქამდე არ შებრუნდა შინ.

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now