40.

738 127 18
                                    

ჩაბნელებულ ოთახში სიბნელე გაიფანტა და ნათელი სხივი მკრთალ ცეცხლისფრად აციაგდა.ცამ პირი გადაიწმინდა და ისე გაბრწყინდა, როგორც თვალისმომჭრელი მარგალიტი. ჰაერში მარადიული სასიცოცხლო სუნთქვა იგრძნობოდა და ეს ყველაფერი მართლაც მაისის ერთ, მშვენიერ დილას ჰგავდა. ცარიელ ქუჩებში მხოლოდ ერტი ადამიანის ფეხსაცმლის ხმაური ისმის, რომელიც ნელი სვლით მიაპობდა ვარდის სურნელით გაჯერებულ ნიავს.  სახეზე უჩვეულო ბედნიერება აღბეჭვდოდა, რისი მიზეზიც უკვე ცხადია. ლოყები ჯერ კიდევ შეფაკვლოდა. მთელი ამდენხნიანი დასვენების შემდეგ, საბოლოოდ მიდიოდა იმ ადგილას, რომელმაც თავის ცხოვრების სიყვარულს შეახვედრა. მუქ თმებს აქეთ-იქით არხევს და მოსახვევში მკვეთრად უხვევს, საიდანაც უკვე მოჩანდა ამაყად მდგარი უშველებელი შენობა. შენობა თეთრი ფერისა იყო, ოდნავ გაცვეთილი და გაბზარული კედლებით, მაგრამ თანამედროვედ რესტავრირებული. ერთადერთი პრობლემა ის გახლდათ,რომ ამდენი სტუდენტისთვის მეტად მომცრო ეზო ჰქონდა. ეს კი საშუალებას არ აძლევდა ყველა სტუდენტს შესვენებები იქ გაეტარებინა, სრულ თავისუფლებასა და ნეტარებაში, სწავლისგან შორს. ბიჭი მშვიდი მზერით ადგავს ნაბიჯებს ზემოთ ხსენებულ ეზოში და  მისი გავლით შენობას უახლოვდება. აუღელვებლად მიაბიჯებს, თუმცა ცხადად ამჩნევს მასზე მიშტერებულ უამრავ თვალს, რომელშიც თითქოს ადამიანური მზერა გამქრალიყო.

მაინც რა დაემართა ამ ხალხს? მართალია, ბიჭი ხშირად გამხდარა დაცინვის ობიექტი, მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნა მაინც უცხო იყო. გამყინავი სიტყვები  საბოლოოდ აიძულებენ ჩაქინდრული თავი ასწიოს და მოსაუბრეს შეხედოს.

-რაო ქუქ. პროექტი დაასრულეთ უკვე?-იუნგი, რომლის ლურჯ თმებსაც კეპი აღარ ამშვენებდა, ოდნავი ცინიზმით კითხულობს და თავისი ნათქვამით კმაყოფილი ბიჭს მუქ თვალებში აჩერდება.

-შემეშვი იუნგი.-მხოლოდ ამასღა ამოთქვამს და სვლას განაგრძობს. აიგნორებს ზურგს უკან აგდებული სიცილის ხმას.  დერეფანში გავლისას რამოდენიმეჯერ მოკრა საკუთარ სახელს ყური, მაგრამ ეცადა დაეიგნორებინა და პირდაპირ საჭირო დარბაზისკენ მიაშურა.

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now