41.

705 130 27
                                    

  უნივერსიტეტი. ერთი შეხედვით ცოდნის წყაროდ აღიარებული შენობა, ახლა ნამდვილ ბაზრობას მოგაგონებდათ, ეზოში მოსიარულე აუარებელი სხეულის გამო. ოდნავ ცვარიან ბალახზე გავლა თუ მოგინდებოდა, ყურადღებითაც უნდა ყოფილიყავი, თორემ შეიძლება რომელიმე სტუდენტისთვის დაგებიჯა, და თუ ეს რომელიმე ყეყეჩი მაღალკურსელი იყო, მაშინ იღბალი შენი ამ დღის უკანასკნელი თანამგზავრი ყოფილა. სამი მეგობარი ტრადიციულად ხის ძირში მოკალათებულა და ჩრდილქვეშ მეტად წყნარად საუბრობენ.

-ჯიმინ.-ჯინი მეტად სერიოზული ტონით იწყებს საუბარს, რითიც ქერას ყურადღებას მაშინვე იქცევს.

-გისმენ, ჯინ.

-რაღაცის თქმა მინდა, ოღონდ კი მეუხერხულება ძალიან.

-მიდი მითხარი, ჩვენში რა დამალულა, ახლა რომ მალავ.-გაეცინა, მაგრამ სრულიად უადგილოდ.

-რაღაც უცნაურად არ გეჩვენება მამაშენის და ჯანქუქის ურთიერთობა? ორივე ძალიან მიყვარს და ამას უმიზეზოდ არ გეტყოდი, ხომ იცი, უბრალოდ ერთადერთი არ ვარ ვინც ასე ფიქრობს. ლექციაზე, ლექტორის შემოსვლამდე საუბრობდნენ და სიმართლე გითხრა გუშინ საღამოს მეც დავინახე როგორ მოდიოდნენ ერთად მანქანით, მეტად უჩვეულოდ ბედნიერი გამომეტყველებით. მაპატიე ჯიმინ, გულში ამას ვერ დავმალავდი.

-ჯინ, ამას სერიოზულად ამბობ?-ჯიმინი ფეხზე იჭრება.

-შენც ასე ფიქრობ, ნამჯუნ?-ახლა იქვე მჯდომ მდუმარე მუქ თმიანს მიადგა, რომელმაც პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა. არადა სინამდვილეში სხვა რამ ჰქონდა სათქმელი.

-ეს ეჭვები სრულიად უსაფუძვლოა. კარგად იცნობთ მამაჩემს და ასეთ რამეს არასდროს გააკეთებს, თან ქუქთან? ღმერთმანი, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ისინი მხოლოდ პროექტს აკეთებენ ერთად და სწორედ ამიტომ  უწევთ ხშირად ერთად ყოფნა. პროექტის არსებობას დანამდვილებით ვადასტურებ, რადგან ერთხელ შევესწარი მის პროცესს, ახლა კი გირჩევთ ეს აზრები თავიდან სამუდამოდ ამოიგდოთ და სხვებიც დაადუმოთ, ვინც იგივეს წამოროშავს.-ქერა იმდენად ხმამაღლა  საუბრობდა, რომ მგონი ნახევარი ეზოს ყურადღება უკვე მიექცია, მაგრამ გაგებულისგან იმდენად დაზაფრულიყო, რომ ეს ფაქტი უკანასკენლი რამ იყო, რაც ადარდებდა. დრამატული წარმოდგენის შედეგ დაუმშვიდობებლად ტრიალდება და შენობისკენ მიიწევს.   არადა როგორ მშვენივრად დაიწყო მისი დღე. ვერ იაზრებს რამოდენიმე წუთის წინ რაც მისმა ყურებმა მოისმინა. რამოდენიმეჯერ უკან იხედება. ამოწმებს იქ ნამდვილად მისი მეგობრები ისხდნენ, თუ უსულო ხეს ესაუბრებოდა ამ სრულიად აფსურდული ჭორის შესახებ.

Hopeless./ უიმედოWhere stories live. Discover now