დაუპატიჟებელი სტუმარი

999 52 4
                                    

შუადღის ხუთი საათია, შუგა საწოლში ბრუნვით დაიღალა და მისაღებ ოთახში წაფაჩუნდა, დივანზე საგორაოდ, დივანზე მისი საყვარელი დათუჩა ეგდო, რომელსაც ყოველდღე ეხუტებოდა, ვინ იცის რამდენი ცრემლი შეინახა თავის ბუმბულის გულში. ხვალაც იგივე იქნება, ზეგაც იგივე განმეორდება და მაზეგაც ასე მარტო იქნება. შუგა დივნიდან ადგა , თავის ჩაბნელებულ ოთახს გადახედა ,თმა გადაიწია, დაცარიელებული ჩაის ჭიქა აიღო და სამზარეულოში გავიდა. უცებ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, რა ხანია ამ ტელეფონზე არავის დაურეკავს. შუგამ ტელეფონს დახედა გაიღიმა , თავის დავიწყებული მეგობარი, ქუქი ურეკავდა.
- ალიო
- რა ალიო , ვითომ არ იცი ვინ ვარ.
- რა თქმა უნდა გიცანი , რატომ გაგახსენდი?
- სულ მახსოვხარ , მაგრამ შენთვითონ მთხოვე არ შეგეწუხებინე.

შუგამ ჩაიღიმა
- ისევ ისეთი ერთგული ხარ.
- ერთგულებას არასდროს ვკარგავ , მაგრამ ის უფრო გაინტერესებს ალბათ რატომ გირეკავ.
- აბა ,გისმენ.
- ხვალ საღამოს ცხრაზე საოცარ წვეულებას ვაწყობ, ყველა შენი ძველი მეგობარი იქ იქნება ,ვიფიქრე არ იქნებოდა ურიგო შენც დამეპატიჟე.
- ქუქ , ხომ იცი რომ არ მიყვარს ზედმეტი გართობა და ექშენი.
- ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ნამუსმა დამარეკინა , ყოველი შემთხვევისთვის მისამართს ჩაგაწერინებ.

შუგიტომ მისამართი ხელზე მიიწერა და ისევ საწოლისკენ გაემართა .მოიმარჯვა თავისი სმარტფონი და გააგრძელა ის უაზრო ცხოვრება რომელსაც მშობლების გარდაცვალების მერე მისდევს. მშობლების სურათი მუდამ საწოლის გვერდით უდევს, ძილის წინ კი ყოველთვის ელაპარაკება მათ. რთულია დაემშვიდობო ადამიანს რომელსაც შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია .მალევე გაიაზრა შუგამ ეს ყველაფერი და სასწრაფოდ ქუქის დაურეკა. გააცნობიერა ,რომ უარი , ოდესღაც საუკეთესო მეგობრებს, საბოლოოდ დააშორებდა.
- ალიო ქუქ.
- ასე მალე გადაწყვიტე უარის თქმა?
- აუცილებლად მოვალ.
- ოჰო , ვეღარ გცნობ ,ისევ დალიე?
- ამას სრულიად ფხიზელ გონებაზე ვამბობ, ხვალ აუცილებლად მოვალ.
- მაშ ,გელოდებით , იმედია პიჟამოთი არ მოხვალ, კარგად გამოიძინე.
- კი, კი , აუცილებლად.

შუგას ვნებანიWhere stories live. Discover now