უიღბლობიდან ქარიზმამდე

187 15 9
                                    

შუგიტო მთელი ღამე ვერ იძინებდა იმაზე ფიქრით თუ რა დაემართა ჯენის იმ ღამეს, არადა როგორი მეგობრული ჩანდა, განა საღებავების ფული შუგას გულის მოგების გამო გადაიხადა? იქნებ რაიმე ნარკოტიკული საშვალების ზემოქმედების ქვეშ იყო იმ ღამეს? ან იქნებ ეს ჯენის ტყუპისცალი და იყო რომელმაც ჯენი გამოკეტა და შუგას შეხვდა მისი გულის მოსაგებად რომ ნამდვილ ჯენის შუგასთან ურთიერთობა აღარ შესძლებოდა??..
ამდენი სულელური ფიქრის შემდეგ უბრალოდ გადატრიალდა და თვალები დახუჭა, დაელოდა შემდეგი დილის გათენებას.

Next Morning..

როგორც კი გათენდა შუგა საწოლიდან წამოხტა, გამოიცვალა და ლეპტოპი მოიმარჯვა ხელში. ჯენის ფეისბუქის პროფილი მონახა და სურათების თვალიერება დაიწყო.
ძალიან წესიერი გოგო ჩანს, ყველა ფოტოში ერთი პოზა აქვს, პროფილად კი სხვისი სურათი ეყენა. ამ თვალიერებაში იყო გართული როცა ჯენისგან მესიჯი მოუვიდა:
- ჩემს პროფილზე რა გინდა?

მოიცა საიდან მიხვდა რომ მის პროფილზე შევედი? გაიფიქრა შუგამ და მესიჯი შეუბრუნა:

- შემთხვევით გიპოვე, ისე როგორ ხარ? გუშინდელ ღამეს ვერ ვივიწყებ.. რა დაგემართა?

- გუშინდელთან დაკავშირებით ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადო, უბრალოდ შამპანური ზედმეტი მომივიდა და კარგად აღარც მახსოვს რა მოხდა, იმედია არაფერი სერიოზული არ მომხდარა..

- არა რას ამბობ, უბრალოდ გონება დაკარგე და რაღაცებს ბოდავდი, მეც აღარ შეგაწუხე და უბრალოდ რესტორანი დავტოვე..

- მოიცა იქ სრულიად მარტო დამტოვე გონება დაკარგული?

შუგა დაიბნა, ვერაფერი მოიფიქრა საპასუხოდ და რაღაც სისულელე მისწერა:

- არა, არა, მე მიმტანს დავუძახე და შენ საავადმყოფოში წაგათრიეს..

- საავადმყოფო? მე ტაქსით მოვედი და სახლში გავიღვიძე..

შუგას ტვინმა გაჭედა და ჯენი უბრალოდ დაბლოკა მესენჯერზე, შემდეგ გააცნობიერა რო ეს უარესი სისულელე იყო, მაგრამ ლეპტოპი დივანზე მოისროლა, დარწმუნებული იყო რომ უფრო მეტ სისულელეს დაწერდა. ბევრი ფიქრის შემდეგ კიგადაწყვიტა ეს ყველაფერი უბრალოდ დაევიწყებინა..
კარზე ზარის ხმა გაისმა
- ეს ვინღა ჯანდაბაა!

წამოიძახა შუგამ და კარისკენ გაიქცა. კართან ნაცნობ ფორმაში გამოწყობილი ქერა გოგო იდგა

- გამარჯობათ, კომპანია LRG-დან გაწუხებთ, ჩვენი კომპანია აწარმოებს პროდუქტს როგორიცაა ფანქარ...

შუგამ გოგონას ლაპარაკი გააწყვეტინა

- თქვენი კომპანიიდაბ უკვე იყვნენ, თქვენი საღებავებიც კი გამოვიწერე, თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ გაქვთ სათქმელი თქვენის ნებართვით კარს მოვხურავ
- წამით მოიცადეთ, თქვენ შემთხვევით ბატონი მინ იუნგი ხომ არ ბრძანდებით?
- გახლავართ
- თქვენ ჩვენი მეათასე მყიდველი ხართ და საჩუქრად სუვენირი და ერთი უფასო ჩახუტება გადმოგეცემათ
- ბავშვობიდან მინიმალისტი ვარ, მხოლოდ სუვენირსაც ვიმყოფინებ
- ჩახუტება აუცილებელიაა!!

გოგონამ ჩაიცინა და შუგას ძლივს მისწვდა, კაი ხანი არ ეშვებოდა სანამ შუგამ თვითონ არ ჩამოიღო იგი მხრებიდან

- სუვენირი სად არის?
- მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ კომფორტული მხრები გაქვთ
- სუვენირი სად არის?
- აი ინებეთ, ჩვენი კომპანიის ბრელოკი, შეგიძლიათ მანქანაზე ან გასაღებზე ჩამოკიდოთ..
ან სხვა რამეზეე ჩამოკიდოოთ....
- ბოდიშით მგონი ზედმეტი მოგდით, მადლობთ რომ შემახსენეთ რომ ზარი ისევ მუშაობს, ნახვამდის

შუგამ გოგონას ძალით გაუღიმა და კარი მოუხურა, ღრმად ამოისუნთქა და ბრელოკი ქურთუკების საკიდზე ჩამოკიდა.
ნეტავ რა დაემართა? ეს ბოლო ორი დღეა არ ეშვებიან, იქნებ ეს ბეჭდის ბრალიც იყოს, იქნებ ბეჭდის ძალის განადგურებამ შუგას ქარიზმა გაათავისუფლა? არვიცი, მაგრამ ფაქტია რომ შუგას ეს ყველაფერი საერთოდ არ მოსწონს, ის ძველ ჩაკეტილ ცხოვრებას შეეჩვია თავის საუკეთესო მეგობრებთან ერთად, ანუ თავის თავთან და პატარა დათუჩასთან რომელსაც უკვე დიდი ხანია მტვერი ადევს..

შუგას ვნებანიWhere stories live. Discover now