ყველაფერი ხომ ასეთი ნაცნობია

138 15 3
                                    

რთულია სხვის სხეულში ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ როცა შენი მეხსიერებით სხვის ცხოვრებაში იწყებ სიცოცხლეს. გარშემო არაფერია ნაცნობი, არაფერია მისი გემოვნების შესაფერისი („შუგას" არც ქერა თმიანი გოგოები იზიდავს, მაგრამ საწოლში ნამდვილი რაპუნცელი ეგდო). თითქოს არაფერი სასურველი, მაგრამ მაინც ყველაფერი როგორი ნაცნობია, თითქოს რაც თავი ახსოვს ამ სახლში ცხოვრობს, ეს ქალიც თითქოს სახეზე შეუხედავად უყვარს.. რაშია საქმე? მოდით ცოტახანს ეს მოკვდავი განზომილება დავტოვოთ,გადავინაცვლოთ სხვა განზომილებაში ყველანაირი დროის,სივრცის და ალბათობის არსებობის გარეშე, ავიღოთ კოსმოსური დაფა და ჩავატაროთ პატარა გამოკვლევა.
So.. „შუგას" მეხსიერება უკვე იმყოფებოდა „სხვის" ტვინში (ისიც გასარკვევია მხოლოდ მეხსიერება თუ სხვა ინსტიქტებიც). საქმე ისაა რომ ამ „სხვის" ტვინს არც თავისი მეხსიერება დაჰკარგვია. ერთ ტვინში მოექცა ორი მეხსიერება.. „შუგას" ზეცნობიერი და „სხვისი" ქვეცნობიერი. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ვფიქრდებით და ვაცნობიერებთ რომ ობიექტი „შუგა" იწყებს ობიექტ „სხვისის" ინსტიქტებით ცხოვრებას, ოღონდ თავისივე მეხსიერებით.. სიტუაციაში როცა ობიექტი „შუგა" ობიექტ „სხვისის" მეგობარს შეხვდება, იგი იგრძნობს გარკვეულ კავშირს მასთან, გაუწვდის ხელს ჩამოსართმევად და მისწევს ლოყას მისი ლოყისკენ გადასაკოცნად.. იგი ვერ გაიხსენებს თუ ვინ არის მოცემული პიროვნება, მაგრამ „სხვისის" ქვეცნობიერი ყველაფერს გააკეთებს რომ შეხვედრა რაც შეიძლება ბუნებრივი და ჩვეულებრივი იყოს, ყველაფერი ისე როგორც ობიექტ „სხვას" შეეფერება. ჰმმ.. ძალიან საინტერესოა, მაგრამ დროა ადამიანთა მატერიალურ და წარმავალ განზომილებაში დავბრუნდეთ:
შუგა იცვამს თავისთვის საკმაოდ ნაცნობ უცნობ შარვალს, იკრავს უნაცნობეს უცნობ ჟაკეტს და ჰკოცნის მის უსაყვარლეს უცნობ ცოლს.. გადის მის საყვარელ ოთახში- სამზარეულოში, იღებს მის საყვარელ საზიზღარ საუზმეს- ხლოპიებს და საოცრად გემრიელ უგემურ რძესთან ერთად ასხამს თავისი საყვარელი ფერის მქონე- მუქ ყავისფერ ღრმა თეფშში. იწყებს პატარა ბავშვივით საუზმის ხრუპვას და თან უყურებს საათს. ჯერ მხოლოდ ათის თხუთმეტი წუთია. რომ დავთვალოთ ჩანიოლს ზუსტად ცხრაზე გაეღვიძა.. ეს ხომ მისი საყვარელი ციფრია. საუზმის ხრუპვა-ხრუპვაში მოდის მისი უსაყვარლესი ცოლი, მართლაც რომ მშვენიერია.. თმა არც ისე ქერა ყოფილა, უფრო მისი საყვარელი დესერტის ანუ რძის კრემის ფერი იყო, სიმაღლით ასე 1.70 იქნებოდა, სხეულზე კი ვერ იტყოდი იდეალურიაო.. იდეალურზე ცოტა გამხდარი ჩანდა.. დიახ ზუსტად.. ყველაფერი ზუსტად ასეთი ჰქონდა- იდეალურზე ცოტათი ნაკლები, ეს ხომ ჩანის საყვარელი აღნაგობაა.. საყვარელიი.. ჩანის.. ჩანის?! ვინ ჯანდაბაა ჩანი?!
- ფუუუ რა საზიზღრობას ვჭამ?! ეს რა მაცვია?! შენ ვინღა ძუკნა ხარ, ჩემს საწოლში რატომ ეგდე?!
- ჩაან დაწყნარდი.. კოშმარი არასდროს დაგსიზმრებია, რა დაგემართა? ისევ სამსახურიდან დარეკეს? არ მითხრა რომ ისევ ადრე უნდა წახვიდე..

შუგას ვნებანიWhere stories live. Discover now