კაი.. არც ისე ადვილი წარმოსადგენია მაგრამ უნდა ამყვე
ბნელა.. სარდაფში მხოლოდ ერთი ნათურა ანათებს.. ჯანდაბა, რამდენი თაროებია.. ჩანი ზუსტად შემოსასვლელში დგას, დასისხლიანებული, ხელში დანა უჭირავს, საოცრად განრისხებულია.. ლილი სადღაც აქვე იმალება.. ნამდვილად ამაზრზენი გარემოა, ყველგან თაროები აწყვია აგურებით, რპგორც ჩანს ძველი აგურების საწყობია.. მაგრამ მთავარია ჩანმა ლილი იპოვოს რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა.. ჯერ სახე გაუჭრა დანით, შემდეგ კი ფეხში ქოთანი მოარტყა.. მაგრამ აქედან ვეღარ გაექცევა.. გასასვლელი მხოლოდ ერთია, ისიც ჩანის მფლობელობაშია, აქედან მხოლოდ ერთი თუ გააღწევს ცოცხალი..
ჩანი ნელნელა იწყებს დამტვერილი თაროების თვალიერებას, ძველი ნაჭრები საშინლად მტვრიანია და დაფერთხვისას საშინელ ბოლს აჩენს, აი უკვე მესამე რიგს ჩამოუარა.. ლილი იქ არ იყო.. ნელ-ნელა გადის ბოლოსკენ და თან ამოწმებს ლილის რომ გასასვლელისკენ ვერ გაიპაროს.. ჯანდაბა!! პისტოლეტზე ტყვიები რომ არ გასთავებოდა ახლა ხომ უკვე სახლში იქნებოდა!!
ჩუმად!! ეს რა ხმა იყო?! პატარა ვირთხა მახეში ფხაკუნობს, მარა სად გაიქცევა??! ჩანი უფრო და უფრო უახლოვდება სარდაფის სიღრმეს და უფრო მეტად უნდება რომ ეს სისხლიანი დანა იმ პატარა ძუკნას პირდაპირ გულში ჩაარტყას..
- ლილიიიი... სიხარულოოო.. ხომ იცი რომ ვერსად წახვაალ?? იქნებ დამენახო? ხომ იცი რომ არაფერს დაგიშავებ
სარდაფში სიჩუმეა.. ლოგიკურია რომ ხმა არავინ ამოოღო..
ჯანდაბაა!! ეს რა არის??!! რაღაც გაფხაკუნდა ჩანის მოპირდაპირე თაროსთან..- პატარა თაგვი მახეში გაება... ხომ მაინც გიპოვე? დამიჯერე ამ ჭრილობებისთვის წამებით მოგკლავ!!
ჩანს იმ თაროსთვის უნდა გადაეხადა ნაჭერი საიდანაც ხმაური გაიგო.. მაგრამ რას ხედავს? უზარმზარი თარო ყირავდება და პირდაპირ მისკენ მოექანება..