თენდება. ამ საწოლში უკვე მეორედ იღვიძებს ჩანი.. კი მაგრამ ქორწილის მერე სულ აქ არ სძინავს? კაი დავიკიდოთ, მთავარი ისაა რომ ამჟამად როუზი მუცელზე აზის და მძინარეს სახეში ულაწუნებს გასაღვიძებლად.
ჩანი უეცრად წამოხტა და როუზი შემთხვევით საწოლიდან გადმოახეთქა..
- ჩაააააან!!!
- ალიო
- ალიოს მოგცემ თუ გამოგიშვი კისერში, დროზე ამაყენე შე დამპალო!!ჩანმა როუზი წამოაყენა და მუხლები ჩამოუბერტყა ვითომ რამე დასვროდა..
- დროზე წესივრად ჩაიცვი, ტორტი და საჭმელები გაქვს საყიდელი, სანთლები არ დაგავიწყდეს და მანამდე ფული დამიტოვე სალონისთვის, ღვინო და ძლიერი არაყი იყიდე, გამძლე ბუშტები და ხარისხიანი მაშხალები, შემწვარი გოჭი და მექსიკური კარტოფილიც უნდა შეუკვეთო, ხო იცი დედაჩემს როგორ უყვარს, და კიდე პრე..
- როუზ დამშვიდდი, ყველაფერი საუკეთესოზე საუკეთესო იქნება, სახლს ავაჭრელებთ ბუშტებით და საჭმლებით, მარაა.. დედაშენის გოჭიი..
- რა გინდა დედაჩემის გოჭისგან? ახლავე ჩახვალ და შეაწვევინებ, ოღონდ ყველანაირი აჯიკის გარეშე, ხო იცი რო ალერგია აქვს?
- ყველაფერი გასაგებია, რაც შეიძლება მეტი აჯიკა
- გცეეეემ!! დროზე ჩაიცვი და ჩაეთერი!როუზი ძალიან ნერვიულობდა დაბადების დღის გამო. როგორც წესი ქმარს უნდა გაეღვიძა იგი და მიელოცა მისთვის, ამიტომ ჩანზე ცოტა არ იყოს გაბრაზებულიცაა. ჯერ ხომ ისიც არ იცის რომ ჩანს საჩუქარიც არ უყიდია მისთვის..
ჩანიოლმა უკვე ქურთუკი მოიცვა, და ინსტიქტურად შემოსასვლელის კარადაში შეიხედა. იქ ფული დახვდა,ცოტა იქვე დაუტოვა როუზს თვითონ კი „საყიდლებზე" წავიდა.
უკვე გოჭს არჩევდა როცა მაღაზიის ტელევიზორს გამყიდველმა ხმა აუწია..
- მოგესალმებათ ხრონიკი
9 საათზე, ახალი ამბებით დღეს ჩვენი კორესპონდენტი სარა მამისფაშვა დაიწყებს თქვენს დილას, სარა გისმენთ..
- გუშინდელი სკანდალის შემდეგ, პოლიციამ 27 წლის მამაკაცის მკვლელი დააკავა, ბატონი კ.ჯ. დუმილის უფლებას ინარჩუნებს და ასევე უარყოფს რომ მან მსხვერპლი მინ იუნგი მოკლა. ამ ფაქტს მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავს რომელიც ირწმუნება რომ მისი მეზობელი ზუსტად ბრალდებულმა კ.ჯ.-მ მოკლა, ვრცლად ამ ყველაფრის შესახებ მოგიყვებით 10 საათზე, მანამდე კი გავესაუბრებით ბატონ ჭახას რომელიც უკვე სამი წელია ჩანთოსან სკუმბრიებს ითვინიერებს, ბატონო ჭახა..
გამყიდველმა გაშტერებულ შუგას ხელი გამოსაფხიზლებლად მიარტყა და ჰკითხა რომელ გოჭს აიღებდა.
- აი.. მესამე თუ შეიძლება, მამაჩემის თვალები აქვს..
- მშვენიერი არჩევანია