ჩაქაფული

114 12 8
                                    

ორშაბათის დილა თენდება. გარეთ არავინ არ არის, ქუჩებში სიჩუმეა, მაგრამ ამ ქვეყნად ყველა განვითარებულ არსებას ეზიზღება ორშაბათი. გამოდიან კატები და ჭყავიან, ძაღლები ყმუიან, მტრედები მანქანების თავზე დაფრინდებიან და პურის მარცვლებს ინელებენ, მერცხლები ოხრავენ, ხალხი კი ბღავილით ეძებს რაიმეს რითაც თავს მოიკლავს.. მაღვიძარამაც არ დააყოვნა და როგორც შეეფერება- დილის რვაზე მორთო წივილ კივილი!! ჩანი ადგა, უტანსაცმლოდ გავიდა საპირფარეშოში კბილების გასახეხად. კბილის პასტას მთელი ძალით მოუჭირა ხელი, მაგრამ პასტამ პატარაზე გამოყო თავი და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა.
- რას ვიზამთ, დღეს მარილით გავიხეხავ..

ჩანმა სარკეს ახედა და თავი შეათვალიერა
- როგორ მეზიზღება ჩემი სამუშაო.. მოიცა.. რა სამუშაო?

უცებ ტელეფონი რეკავს, ჩანი უკან გაბრუნდა საძინებელში და ზარის ხმაზე დაიწყო ტელეფონის ძებნა. როუზი საწოლზეა ათხლეშილი, აივნიდანაც რომ გადააგდო ვერ გააღვიძებ. ჩანმა ძლივს მონახა ტელეფონი ბალიშის ქვეშ და ნომერს დახედა.
უცხო ნომერი იყო.. ჩანს უცხო ნომრებზე ბავშვობიდან გართულება აქვს, რადგან ბავშვობაში ერთი კაცი ურეკავდა ხოლმე, ბოხი ხმით, რომელიც სთავაზობდა ფულს- მომსახურების ნაცვლად. შემზარავი მოგონებაა..
- ა..ალიო?
- ჩანიოლ, ახალი კლიენტი გვყავს, ჩემთან მოდი სახლში და იქ მოგიყვები დაწვრილებით..

ბოხმა ხმამ ჩანი დაბურძგლა, მაგრამ ის უკვირდა რომ ასე მისთვის არავის არ მიუმართავს..

- უკ.. უკაცრავად შემთხვევით სხვაგან ხომ არ მოხვდით?
- ჩან, შენ არ ხარ? მინჰო ვარ რა დაგემართა, მისამართს მოგწერ და დროზე მოდი.. კლიენტი საკმაოდ დიდ თანხას გვთავაზობს.
- რაც შეიძლება მალე მოვალ

დიალოგი დამთავრდა, უცბად იმავე ნომრიდან მისამართი მოვიდა „სეჰუნ პანაშვიდის 17გ" .
ჩანი საწერ მაგიდასთან მივიდა, მისამართის ჩასაწერად დაიხარა და როცა ფურცელი შეინახა თავი აწია და წიგნების თაროს ჰფეთა.
უცებ ყველაფერი გაახსენდა- სად მუშაობს, დამკვეთი, კლიენტი, ნამჯუნი, როუზის საცვლები, ყველაფერი ამოუტივტივდა. სწრაფად ჩაიცვა, არც კი უსაუზმია ისე მოიცვა ქურთუკი, გავიდა გარეთ, ჩაჯდა თავის გახასხასებულ მანქანაში და მრავალი საცობის, შუქნიშნისა და ქალი მძღოლის მერე მიადგა ახალ აშენებულ კორპუსს. როგორც უთხრეს მესამე სართულზე ავიდა და რკინის კარზე დააკაკუნა. კარი შუა ხნის მამაკაცმა გააღო, ჩანის სიმაღლის იქნებოდა, სამაგიეროდ უფრო „ძვალმსხვილი" იყო, დიდი ღიპი გადაჭიმულიყო ბუსანიდან სეულამდე. გაჭაღარავებული და კარგად ბლომად შემელოტებული თმა, გაწელილი სერიოზული სახე და კეთილი გამომეტყველება. სახეზე ეტყობოდა რომ ადრე მშვენიერ ფორმაში იყო, შეიძლება ვივარაუდოთ რომ აიდოლიც კი იყო, მაგრამ ფულმა თავისი ქნა. მოკლედ რომ ვთქვათ შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, რომ ეს კაცი ამ ქვეყნად არავის არაფერს უშავებდა მაგრაამმ..
- ჩააან შემოდი დროზე, მეზობლებმა არ დაგინახონ

შუგას ვნებანიWhere stories live. Discover now