გათიშვის შემდეგ შუგას მთელი ღამე ეძინა, დილით კი ჩიტივით წამოხტა საწოლიდან. საათს დახედა და გაუკვირდა:
- თერთმეტის ნახევარი? ასე ადრე სკოლის დროსაც კი არ ვდგებოდი.სამზარეულოში გავიდა სასაუზმოდ როცა მაგიდაზე წერილი დახვდა:
შუგა, მაცივარში საუზმე დაგიტოვე, იმედია თავს უკეთ გრძნობ. სამუშაო ოთახში დაღვრილი საღებავები ვნახე ამიტომ მარწყვის გემოიანი საღებავები უკვე გამოგიწერე. თუ დაგჭირდები ფურცლის მეორე მხარეს ჩემი ნომერია. არანაირი გარანტია არ მაქვს რომ ამ წერილს წაიკითხავ, ამიტომ საღამოს საათებში მოგაკითხავ.
სიყვარულით -ჯენიშუგამ მაცივარში შედებული სალათი გამოიღო, მაგრამ იმ უბედური შემთხვევის მერე სალათებს აღარ ეკარება, ხორცის ჭამასაც მოუხშირა და ალბათ ამიტომაც მოიმატა წონაში. ძალიან ანაღვლებდა ის ფაქტი რომ მის სახლში მთელი ღამე უცხო გოგო იყო, კაცმა არ იცის რას აკეთებდა როცა შუგას ეძინა.
იქნებ შუგას საწამლავი დაალევინა, ამიტომაც დაესიზმრა კოშმარები, თვითონ კი ბეჭედი მოიპარა? სწრაფად გავიდა საძინებელში და თაროები დაათვალიერა, ბეჭედი საწოლის გვერდზე იდო, მაგრამ გოგოებს შუგასგან მარტო ბეჭედი ხომ არ სურთ..კარზე ისევ ზარია, უკვე მერამდენედ ამ კვირაში.. შუგას კართან კურიერი დახვდა დიდი ყუთით ხელში
- თქვენ მინ იუნგი ბრძანდებით?
- შეიძლება ასეც ითქვას
- თქვენზე ამანათია, LRG-ის საღებავები თქვენ შეუკვეთეთ?
- დიახ, დიახ.. რამდენია ჩემზე?
- თანხა უკვე გადახდილია, უბრალოდ ხელი მომიწერეთ