წერილი ანგელოზისგან

212 25 7
                                    

უკვე დიდი ხანი გავიდა სუიციდის მცდელობიდან. როგორც კი შუგამ გავლა შეძლო იმდღესვე გაწერეს კლინიკიდან. სახლში ქუქიმ მიიყვანა, კორპუსთან ჩამოსვა და დაარიგა რომ ეს ერთი თვე არაფერი დაელია. შუგამაც კეთილი სახით თავი დაუქნია და სახლში ავიდა. კართან წერილი დახვდა, წერილი აიღო და სახლში შევიდა. დივანზე ჩამოჯდა და წერილს დააკვირდა .როგორც კი დაინახა რომ წერილი ლიზასგან იყო მალევე გახსნა ,სათვალე გაიკეთა და კითხვას შეუდგა.

„გამარჯობა შუგა, არ ვიცოდი როგორ დაგკავშირებოდი და წერილი დავწერე. ალბათ გაინტერესებს შენს სახლში რას ვაკეთებდი, პირველად რომ დაგინახე პირსახოცით, მაშინვე ვიგრძენი რაღაც შენს მიმართ. როცა პირსახოცი ჩამოგძვრა, ყველაფერი დამავიწყდა და სახლიდან გავიქეცი. შენს უჯრებში დედაშენის ბაჯაღლოს ბეჭედს ვეძებდი. პირველად ვერა ,მაგრამ მეორედ ის ნამდვილად მოვიპარე. ახლა შეგიძლია პოლიციაში დარეკო, მაგრამ ეს რომ გნდომოდა ამას აქამდეც იზამდი. ამ ბეჭედის შესახებ არაფერი იცოდი და ვერც გაიგებდი ალბათ მთელიცხოვრება , ის შენთვის არაფერს ნიშნავდა ,მისი დაკარგვა არც უნდა გეწყინოს. ვიცი რატომაც არ უთხარი არავის არაფერი და მინდა გითხრა რომ მეც მომწონხარ. ძალიან გთხოვ ეს საიდუმლო ,საიდუმლოდ დავტოვოთ და არავის უთხრა. შეგვიძლია მეგობრებიც ვიყოთ ,თუ რათქმაუნდა შენც გინდა. ნუ მოკლედ ამ საღამოს რვა საათზე , შენ სახლთან რესტორანი როა იქ გეპატიჟები.
არ დააგვიანო <3 .

სიყვარულით ლიზასგან

შუგა აღფრთოვანებამ მოიცვა, საათს დახედა , უკვე შვიდი ხდებოდა. სასწრაფოდ ჩაიცვა სათანადოდ და ქვემოთ ჩაირბინა. ერთი საათი რესტორანს უთვალთვალებდა, ელოდებოდა როდის მივიდოდა ლიზა.
აი ლიზა გამოჩნდა, მოტკეცილ ტყავის შარვალში და პრიალა პიჯაკით, ხელზე ბეჭედი ეკეთა , შეიძლება შუგას დედასიც ყოფილიყო, მაგრამ შუგა ამაზე არ დაფიქრდა და ლიზას რესტორანში შეყვა. მოძებნა მისი ადგილი და მოპირდაპირე სკამზე დაჯდა.

- გამარჯობა.. შუგა
- გამარჯობა.
- დაჯექი , ღვინო და საფირმო კერძი შევუკვეთე.
- ხო... ხო რათქმაუნდა
- იმედია, გასასვლელში პოლიცია არ გველოდება :D
- რა? .. აჰ .. არა ... მარტოები ვართ.

ლიზამ ჩაიღიმა და ცარიელ თეფშს დახედა. შუგა კი უბრალოდ მას უყურებდა და ძლივს აკავებდა იმ ვნებას რომელიც შიგნიდან კაწრავდა. უცებ რესტორნის კარი გაიღო და რესტორანში ქუქი შემოვიდა. შუგა დაიბნა, ეგონა რომ ქუქიმ ისინი გამოიჭირა და უცებ სკამიდან წამოხტა.

- რა გჭირს შუგა? არ მელოდი? რა გგონია ჩემს გარეშე გაერთობდით?

ლიზა წამოდგა, ქუქის მიესალმა და შუგას გაღიმებულმა უთხრა-

- ქუქიც დავპატიჟე, ვიფიქრე საერთო მეგობართან ერთად უკეთ ვიხალისებდით.
- აჰ.. კი ,კი რათქმაუნდა, უბრალოდ არ ველოდი.

შუგამ თავი მოიფხანა და დაჯდა.
ქუქიც მიუჯდა მაგიდას. მალევე მიმტანიც მოვიდა და სამივეს შემწვარი ქათმის ხორცი დაუდო.

- ამმ.. ბოდიშით, მე ვეგეტარიანელი ვარ.

შეწუხებულმა თქვა შუგამ და თეფში გაწია.

- რაც გიცნობ ეს არასდროს გიხსენებია..
- რთული პერიოდი მქონდა, ბევრი რამ შეიცვალა , ჯობია სალათს შევუკვეთავ.

ლიზამ თავი უხერხულად იგრძნო და მიმტანს დააბარა ვეგანური სალათი მოეტანა, მაგრამ შუგასთვის ის აღმოჩნდა ყველაზე უცნაური რომ ლიზამ მიმტანს ჩუმად თვალი ჩაუკრა.

- ალბათ მომეჩვენა.
გაიფიქრა შუგამ და ყურადღება ქუქიზე გადაიტანა.
სალათიც მალე მოვიდა, შუგამ ეგრევე გადაიღო სალათი და გასინჯვას შეუდგა. პირველივე ლუკმაში რაღაც უგემური მოხვდა. მეორე ლუკმის აღება დააპირა ,მაგრამ უცებ ხელი ჩამოუვარდა და გაითიშა. მეზობელი მაგიდიდან ქალი წამოხტა და შუგას მდგომარეობა იკითხა, რამაც მენეჯერის ყურადღეაბც მიიპყრო. მენეჯერი მაგიდასთან მივიდა და იკითხა რა დაემართა შუგას. ქუქიმ მას უთხრა რომ იგი ახლახანს გამოწერეს კლინიკიდან და ალბათ ამიტომ დაკარგა გონება.
- არ ინერვიულოთ ახლავე საავადმყოფოში წავიყვანთ.
- იქნებ სასწრაფო გამოგვეძახა?
იკითხა მენეჯერმა

- სასწრაფო ხშირად იგვიანებს, ჯობია ჩვენით წავიყვანოთ.
ქუქიმ და ლიზამ შუგა მანქანამდე ხელით მიათრიეს და უკანა სავარძელზე დასვეს. ქუქიმ სწრაფად დაძრა მანქანა და ქუჩიდან გავიდა.
მენეჯერი კი გაკვირვებული უყურებდა მანქანას , რადგან მას არც ნომერი ეკეთა და საავადმყოფოც სხვა მხარეს იყო.

შუგას ვნებანიWhere stories live. Discover now