ჩანიოლკარნაცია

169 17 8
                                    

ახელს თვალებს
თუკი ამას თვალების გახელა შეიძლება დავარქვათ.
გარშემო ყველაფერი ნათელია.
სად ჯანდაბაშია? არადა როგორი ნაცნობი ადგილია, თითქოს აქ ხშირად ყოფილა..
- დეზერტირების ბაზრობა!!

წამოიძახა შუგამ, აქ ადრე დედას დაჰყვებოდა. ხან რას ყიდულობდნენ, ხან რას. სახლში ყველაფერი აქ ჰქონდათ ნაყიდი. დედა ხშირად არიგებდა შუგას:
- შუგრიკუნა, დედა გენაცვალოს, აქ ძალიან ბევრი კარგი რამ იყიდება, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო!! უნდა დაუკვირდე სადაურია! თუ აწერია - მადე ინ ცჰინა, მაშინ მალე გატყდება და არ უნდა იყიდო.

შუგა შვლის თვალებით უყურებდა დედას და თავს უქნევდა, ვითომ რამის აზრზე ყოფილიყო რასაც ეუბნებოდნენ.
და მაინც, რატომ შეიძლება შუგა აქ მომხვდარიყო? ყველაფერი ისეთი სუფთა და ნათელიაა.. მოიცა.. განა საიქიო?
- ღადაობთ??!! მე ხო სიცოცზლე მინდოდა?

შუგამ ხელის ჩქანევა და წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ აღმოაჩინა რო სხეული არ ჰქონდა.
- ესღა მაკლდა

ჩაიბურდღუნა და უჟმური თვალებით დახლების თვალიერება დაიწყო. ყველაფრრი ისეთი მოწესრიგებული იყო.. დახლები ცარიელი, არანაირი ნაგავი. ამ თვალიერებაში ბოხი ხმა მოესმა:
- მინ.. იუნ.. გი.. სწორი ვარ ხო?

შუგას წინ მასზე სამჯერ დიდი ახოვანი, აზიელი ბაბუა იდგა. დიდი, თეთრი, სწორი წვერით და დავარცხნილი თეთრი თმით..
შუგა დაიბნა და შესძახა:
- გენდალფ?
- გენდალფი რა არის?
- მაშ დამბლდორი ხარ?
- დამბდური ვინ ჩემი ულვაშია?
- დავიჯერო ბაბუაჩემი ნათია საიქიოში აიყვანეს სამუშაოდ?
- იქნებ საქმეზე გადავიდეთ? საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მიიღო და ხუმრობისთვის არ გცალია..
- წვერს თმის უთოთი ისწორებ?
- არა
- საიდუმლოს გამიმხელ?
- კაი ოღონდ ჩუმათ.. წვერს სპეციალური კრემით ვიმუშავებ, იმდენად დამყოლი ხდება რო ფქვილსაც კი გაცრი..
- საიქიოში ყველას ასეთი ხალათი აცვიათ?
- მორჩი ლაყბობას!! პირდაპირ კითხვაზე გადავალ, გსურს.. თუ არა.. სიცოცხლე?..

შუგას ვნებანიWhere stories live. Discover now