უშენოდ გატარებული ყოველი დღე ჩემთვის,ჯოჯოხეთში გატარებულ საუკუნეს უდრიდა.
ერთი თვე გავიდა ისე,რომ შენზე არაფერი მსმენია.
არ ვიცოდი როგორ იყავი.
მეშინოდა,რომ დაგკარგავდი.
ამდენი ხნის შემდეგ ისევ გელოდი,მაგრამ იყო მაინც რაღაც რაც შიგნიდან მჭამდა.იქნებ აღარ მჯეროდა შენი დაბრუნების?
ეზოში,მუხის ხის ძირში ვათენებდი და ვაღამებდი.
ეგ ხომ შენი საყვარელი ადგილი იყო.
მიყვარდა ხეზე ამოკაწრული ფრაზების და სიმბოლოების კითხვა.
უმეტესად ინიციალები J.H მხვდებოდა ხოლმე.
მაშინ მივხვდი,რომ შენი სახელიც კი არ ვიცოდი.
რა სულელი ვიყავი არა?
YOU ARE READING
Can we meet again?||J.HS✔️
Fanfictionდიდი ხანია ჩემთვის არავის უთქვამს "მიყვარხარ", "მენატრები", ან თუნდაც "მძულხარ" მაგრამ... დრო გადის. წამი წამს მისდევს,წუთი წუთს,დრო გადის და ასე იქმნება უსასრულობა. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალი არისო.ერთ დღეს გვტკივა შემდეგ კი გვიხარია. ცრემლს, ნ...