შენს გარეშე გატარებული ყოველი წუთი აუტანელი იყო ჩემთვის.
უშენობა ტვინში მიწუოდა და ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა.
სული მეხუთებოდა როცა შენს მაგივრად სხვას ვხედავდი.ყოველი წუთი...
ყოველი წამი...
ყოველი დღე...
თვე...
წელიწადი...
ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო და გაგიჟების ბოლო ჟამს სიკვდილითვე ვასრულებ.
ეს ჩემი ბოლო წერილია.
მეთოთხმეტე და უკანასკნელი წერილი.
მეთოთხმეტე სისხლით დაწერილი წერილი.
მეთოთხმეტე ცრემლებით დასველებული ფურცელი.და მაინც რამდენი რამის გადატანა შეუძლია ადამიანს?
რამდენი რამ გამოვიარე შენთან ერთად თუ შენს გარეშე,მაგრამ ბოლო მაინც სიყვარულმა მომიღო.
იმ სიყვარულმა,რომელიც გავეცი და უკან არ დამიბრუნდა.
სიცოცხლის ბოლო წუთებშიც შემიძლია ვთქვა,რომ წრფელი სიყვარულით მიყვარდა.
შენ იყავი ჩემი სიცოცხლის მიზეზი და ახლა სიკვდილის გამხდარხარ.
გაჩუქებ გულს,რომელიც ისედაც შენია.რომელიც შენი სიყვარულით ძგერს.და ბოლოს
უსასრულობამდე და იმის იქით,
სამარადისოდ,
შენი ერთგული დავრჩები.
მიყვარხარ ჯონ ჰოსოკ
ჩემო პირველო და ასევე უკანასკნელო სიყვარულო.
ნახვამდის.
YOU ARE READING
Can we meet again?||J.HS✔️
Fanfictionდიდი ხანია ჩემთვის არავის უთქვამს "მიყვარხარ", "მენატრები", ან თუნდაც "მძულხარ" მაგრამ... დრო გადის. წამი წამს მისდევს,წუთი წუთს,დრო გადის და ასე იქმნება უსასრულობა. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალი არისო.ერთ დღეს გვტკივა შემდეგ კი გვიხარია. ცრემლს, ნ...