?-LAST CHAPTER

373 56 13
                                    

ახლა გვიანი შემოდგომაა.
მღვრიე მზეების დრო.
წვიმების.
ხველის.
ხანაც ქარის.
ჩემი და შენი.
ჩალის სუნის დრო.
უხორცო ცაზე გამეორებული მთვარეების.
შენი ბოლო წერილის მიღებიდან ზუსტად ერთი წელიწადი გავიდა.ახლაც შენთან ვარ.ცივ მიწაზე ვზივარ და მარმარილოს ქვას ვუცქერ.არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებ და ყველა ჩემ დანაშაულს მახსენებ.
არ უნდა დამეტოვებინე მარტო.
ამ ვეებერთელა სამყაროში მხოლოდ შენ გამაჩნდი.
მე კი უკანასკნელი ნაბიჭვარივით დაუმშვიდობებლად წავედი და გადავიკარგე.
რაც დავიბადე,მას მერე ცუდად ვარ.მანამდე აშკარად ყველაფერი უკეთესად იყო.დღეს ჩემი დაბადების დღეა.მობილური გათიშული მაქვს და ვიმალები.
დაბადების დღის საჩუქრის კვალობაზე სიმართლე გითხრა ცუდი საჩუქარი გამიკეთე.
მომენატრე.
მთელი ამ დროის მანძილზე მენატრებოდი.
შენთან მინდოდა მაგრამ ვერ მოვდიოდი.
ყველაფერი მაინც ჩემი მშობლების ბრალია.
არა,უფროსწორად ჩემი ავადმყოფობის.
რომ არა ჩემი გაგიჟებები არ მოვხვდებოდი ბავშვთა სახლში და არ გაგიცნობდი შენ.
ახლა ცოცხალი იქნებოდი,უფრო ბედნიერი ვიდრე ჩემთან იყავი.
და საბოლოოს ყველაფერი ჩემი ბრალია.
მაპატიე კარგი?
შენი საყვარელი ყვავილები მოგიტანე.
მინდვრის ყვავილები.
მახსოვს,როგორი ბედნიერი დარბოდი ცვრიან ბალახზე და შეგროვებული ყვავილებით გვირგვინის გაკეთებას მთხოვდი.
ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო.
ძლიერი ვიქნები,მხოლოდ შენთვის.
ვიცხოვრებ ისე,როგორც შენ გინდოდა გვეცხოვრა მხოლოდ ჩვენ ორს.
მხოლოდ მაშინ თუ დამელოდები.
დამელოდე კარგი?
არ გაიმეორო ჩემი შეცდომა.
შენამდე ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა,ახლა კი მთელი სამყარო.
არ ვიცი ეს წერილი გამოასწორებს თუ არა ჩემს შეცდომას მაგრამ მაინც დაგიტოვებ.მინდვრის ყვავილების თაიგულში ჩავდებ.წაიკითხე კარგი?
ჩვენი სიყვარულის ხათრით.
ასეთი ყოფილა ჩვენი სიყვარულის დასასრული.მაგრამ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ ერთად თუ ისევ შევხვდებით ერთმანეთს არა?
უსასრულობამდე და იმის იქით.
სამარადისოდ.
შენი ერთგული დავრჩები.
მიყვარხარ.
ჩემო პირველო და უკანასკნელო სიყვარულო.
არცერთ წამალს არ შეუძლია განკურნოს ის, რაც ბედნიერებას არ შეუძლია.
ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.
ადამიანები მხოლოდ ერთხელ არ იბადებიან. ცხოვრება ავალდებულებს მათ, რომ ყოველდღე ხელახლა დაიბადონ.
მეხსიერება მუდამ იმის ცდაშია,რომ კარგი დაიმახსოვროს, სწორედ ეს გვაძლევს ძალას დავძლიოთ წარსულის ბარიერები.
რა უაზოა ცხოვრება.
ზოგიერთები გამოიკეტებიან მარტოობაში, სიყვარულში და ამ სიყვარულის მარტოობაში, ხოლო მათი სიყვარული ამ სიყვარულშივეა ჩაძირული და ჩაფერფლილი და ცხოვრობენ ერთ დიდ, უკაცრიელ სამყაროში, სადაც სიყვარულია ერთადერთი და მარადიული რეალობა და ერთ არსებად ქცეულნი ნელ-ნელა იძირებიან მარტოობაში.
ცხოვრებაში ის კი არაა მნიშვნელოვანი, თუ რა ხდება ჩვენს თავს, არამედ ის თუ რა გვახსოვს და როგორ გვახსოვს.
ადამიანები მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ ოცნების უნარს.
ჩემთვის ისიც საკმარისია, ვიცოდე რომ მე და შენ ამ წამს ისევ ვარსებობთ.

დასასრული.

Can we meet again?||J.HS✔️Where stories live. Discover now