🤪შენ არ გიღიმი(6)🤪

924 82 1
                                    

სახლის დალაგებას მოვრჩი და ბიჭებიც მალე მოვიდნენ, რიგრიგობით ჩაიცვეს სახლის ფეხსაცმელი და შემოვიდნენ..
-ვაუუუ, მართლა კარგად დაგილაგებია.
-მადლობა შუგა.
-ჩემი დაიკოაა, ვამაყობ შენით პრინცესა.
-ეს ჩვენი სახლია?(ჰობი)
-ისეთი არაფერი, სულ ასეთი იყო(ტაე)
-მადლობა სუზი(ჯინი)
-რისი მადლობა, რაღაცის კითხვა მინდოდა..
-გისმენთ სუზი(მონი)
-ზემოთ, მგონი კიდევ არის სართული და იქ ასვლა შემიძლია?
-იქ ჩვენი სამუშაო ოთახებია, და სარეპეტიციოც, მაგრამ ნუ დაალაგებ, არეულობა ჩვენთვის მუზასავითაა..
-ჰოომ.. გასაგებია.
-აი ასეთი უცნაურები ვართ ხელოვანები.(ჯინი)
ბიჭებმა თავისი ოთახები ძლივს იცნეს, შემდეგ კი სუფრასთან მოვიპატიჟწ რომ ეჭამათ, მე კი გამზადებული ჩანთა ავიღე და კარისკენ წავედი.
-საით?(ტაე)
-საცურაოდ..
-მართო ვერ წახვალ.(ტაე)
-რას ნიშნავს ვერ წავალ?
-ახლა გიცნობენ სუზი.. პირბადე გამომართვი, და მძღოლი გაიყოლე.(მონი)
-მაგრამ არ გავყვეთ? რომელიმე.. შეიძლება მე.. ან არ ვიცი(ტაე)
-თუ მასთან ერთად წასვლა გინდა უთხარი-სიცილით და გამოტენილი პირით უთხრა ჯიმინმა.
-ღმერთმა დამიფაროს(ტაე)
-არ მინდა, მძღოლს წავიყვან.. მადლობა საღამომდე.
კარი გამოვიჯახუნე, არ უნდა მწყენოდა მაგრამ მეუხეშა და ცოტა გულზე მომხვდა, რას ველოდი? ის ნამდვილი შეყვარებული კი არაა.. ვიღაც უცხო გოგო ვარ მისთვისდა ეგ ჩემთვისაც უცხო ბიჭია, დაიკიდე სუზიი. მანქანში ჩავჯექი და უნდა გავსულიყავით როცა დაატორმუზა მანქანა.
-რახდება?
-მეც მოვდივარ, -გავიგე კარის გაღების ხმა და მანქანაში ტაე ჩაჯდა.
-საჭირო არაა, მარტო კარგად ვიქნები.
-არც მე მინდა, მონიმ მეჩხუბა, რომ არ წამოგყვე უარესს მიზამს ამიტომ კეთილი ინებე და სიკვდილს გადამარჩინე, წავედით.
გზაში ხმა არ ამოგვიღია, აბა ვინ ამოიღებდა? ჰაერში უხერხულობის საზოზღარი სუნი იდგა, არადა არ მჩვევია ზოგადად უხერხულად ყოფნა...
-სად უნდა ვიცურაოთ?
-ერთერთი დახურული აუზია, სადაც ხშირად დავდიოდი სანამ ამერიკაში წავიდოდი.
-იმედია ბევრი ხალხი არაა.
-არაა დამიჯერე, შეილება მარტო ვიყოთ.
-მშვენიერია, პირბადე კარგად გაიკეთე.
-ჭკუას ნუ მარიგებ, თავის დროზე რომ გაგეკეთებინა შენ, ახლა მე არ მომიწევდა გაკეთება.
-ნუ წუწუნებ.
მანქანიდან გადავედით, არავის ყურადღება არ მიგვიქცევია, შენობაში სწრაფი ნაბიჯით შევედით, ფული მძღოლმა გადაიხადა და აუზისკენავიღეთ გეზი.
-ცურვა იცი?(ტაე)
-რათქმაუნდა შენ?
-ალბათ..
-ანუ არ იცი.
-ნუ იცინი მწყინს.
-ნუ ღელავ გასწავლი.
-მადლობა.
-რომ გასწავლი მერე მითხარი მადლობა.
შევედით, გასახდელში შევუშვი, მეც გამოვიცვალე და აუზზე გავედი, ტაე უკვე გამოსული იყო და იქცე მდგარ სკამზე იჯდა და ფეხს ათამაშებდა ნერვიულად. პირველი მე გადავწყვიტე გაცურვა, ხელი დავუქნიე, მარტო ჩვენ და რამდენიმე ბიჭი იყო. წყალში გადავხტი და თავისუფლება ვიგრძენი..
  წყალი ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იყო, პატარაობაში დიდი შიში მქონდა წყლის და დასველების თანავე ლამის გული მიმდიოდა. მაგრამ მერე ეს შიში დავძლიე საყვარელი ადამიანების დახმარებით და ახლა წყალი ჩემთან ასოცირდება როგორც თავისუფლება, როცა წყალში ვარ მგონია რომ ყველა პრობლემა წყალსმიაქვს. ვრჩები მარტო მე, ვდუნდები და უფლებას ვაძლევ სადაც უნდა იქ წამიყვანოს, ნელა ხელები და ფეხებიც ავამოძრავე და ამისგან უდიდესი სიამოვნება მივიღე, ბოლოს ნაპირთან მივედი და თავი ნელა მოვწიე, პირველი რაც დავინახე ტაე იყო რომელიც პირდაღებული მიყურებდა.
-რა?
-მაგარი იყო, მეც მინდა ასე.
-ჩამო.
-ასე? ამმ, უნდა გადმოვხტე?
-ტაე იქ კიბეა..
-ჰო მართალია კიბე..
-მიდი.
-...
-ტაე ეგრე ცხვირს მოიტეხ უკუღმა დგახარ..
-...
-აჰჰ ჯანდაბა მომეცი ხელი..-ხელი გავუწოდე და ჩამოვაგდე, ვიცი ცოტა დაუნდობელი ვარ მაგრამ ის ბიჭები უკვე დაცინვას უწყებდნენ.
-ვიხრჩობიიი..
-გიჭერ დამშვიდდი.-ხელი მის წელზე მეკიდა და არ ვაძლევდი უფლებას ჩაძირულიყო , ბოლოს ფართხალი შეწყვიტა.-მოაჯირს მოკიდე ხელი და ეცადე ჩაყვინთო.
  ხელი მოკიდა და და ყველანაირი ჰაერის აღების გარეშე ჩაყო წყალში თავი..
-ჰაერი შეისუნთქე და შეიკავე, მერე ბუშტებად გამოუშვი შენი ჰაერი წყალში და როცა გამოგელევა ამოყვინთე კარგი?
-ჰო..-ყველაფერი თანმიმდევრულად გააკეთა და კარგად გამოუვიდა.
-ბრავო, ეს ძალიან კარგი იყო.. კარგი ახლა ისევ ხელი მოკიდე ჰაერი ჩაისუნთქე და გაწექი.-დაწვა მაგრამ ძალიან დაჭიმული ქონდა ყველა კუნთქი და იძირებოდა.-მოეშვი, ტანი მოადუნე..-ძლივსიებით კუნთები გაუშვა და წყალზე გაწვა.
-გამოვიდააა-იყვირა როცა წყლიდან ამოყო თავი.
-ჰოო მაგარია..ახლა ეცადე იმ ნაპირამდე მიხვიდე.
-ვერა, ჩავიძირები.
-მე აქ ვიქნები და დაგიჭერ.
-არ გენდობი.
-კარგი რა? მიდი მენდე და იმედს არ გაგიცრუებ.-უკმაყოფილოდ შემომხედა, ხელები შევაერთებინე და ფეხების მოძრაობით წავიყვანე ნაპირამდე.
-გამოვიდაა..
-შენ კი არ მენდობოდი, წყალი მწყურია, მალე დავბრუნდები, არ დაიხრჩო თორემ მერე მე დამახრჩობენ.
  თავი ღიმილით დამიქნია, გასახდელში შევედი და წყალი დავლიე, მალევე გამოვბრუნდი უკან და დაღლილმა სკამზე ჩამოვჯექი.
-არ გინდა ჩემთან ერთად იცურო?(ვიღაც ბიჭი)
-არა მადლობა, სხვასთან ერთად ვარ.
-მაგან ცურვა არ იცის, კარგად ვხედავთ რომ სულელია..
-არ არის, არ გაქვთ უფლება ჩემს.. ჩემს .. ამმ.. შეყვარებულზე ასე ისაუბროთ.-გაბრაზებული ავდექი და ტაესთან ჩავედი.
-რა უნდოდა?
-ჩემი მუშტის გემო აინტერესებდა, კიდევ თუ მთხოვს გავასინჯებ.
-ზოგჯერ საშიშად გამოიყურები ხოლმე..
-წავიდეთ?
-უკვე?
-მერე კიდე მოვიდეთ თუ გინდა.
-ჰო კარგი..
  წყლიდან ამოვედით და გასახდელში შევედით, მალე გამოვედი ტაე უკვე კართან იდგა და იღიმოდა.
-ასე უნდა იღიმო სულელივით?
-შენ არ გიღიმი, საკუთარი თავით ვამაყობ, უკვე ვცურავ.
-ჰოო საამაყოა.
-მგონი ვიღაც გირეკავს.-ხელით მანიშნა ტელეფონზე, რომელსაც ხმა გამორთული ქონდა.. ეს როდის ვქენი? დავხედე და ქუქი..
მე:ჰო?
ქუქი: საად ჯანდაბაში ხართ ყველა თქვენ გეძებთ.
მე: ჰომ გითხარით რომ საცურაოდ მივდიოდით.
ქუქი:შენ ჰო და ტაე?
მე:ჰო ასე თქვა მონიმ ძალით გამომიშვაო.
მონი:მეეე?-გავიგე მისი ხმა.
ქუქი:ამან არაო.. კაი რა მნიშვნელობა აქვს მთავარია კარგადხართ, მალე მოდით სახლში.
  ტელეფონი გავთიშე და ტაეს გავხედე.
-ანუ შენი ნებით წამომყევი?
-შეიძლება.
-რატომ?
-მარტო სულ შარში ეხვევი.
-ჰომ.. წავიდეთ.
-გეწყინა?
-არა.. -ვთქვი ჩუმად და გასასვლელისკენ წავედი.
-სუზი.
-მშვენივრად ვარ, არ ვბრაზობ.-მმანქანაში სწრაფად ჩავჯექი.

•The WeIrd LovEr• (დასრულებული)Where stories live. Discover now