🤦🏻‍♂️ამათ ჩხუბს რა გაუძლებს(4)🤦🏻‍♂️

1K 89 0
                                    

   კარი შევაღე.. საწოლი აშლილიიყო მაგრამ კუთხეში ჩემი ბარგი დავინახე და მისკენ გავემართე , როცა კარის ხმა გავიგე. და აბაზანიდან ახალ გამოსული კიდევ კარგი ჩაცმული თე დავინახე.
-მაპატიე,ჩემი ნივთები აქ იყო და..
-ჰო ვიცი, აქ უნდა იცხოვრო, ჩემს ოთახში მაგრამ არ იდარდო, რამეს მოვიფიქრებ რომ ცალკე ოთახი გქონდეს.
-კარგს იზამ.
-ჰო, ბოდიში, ასეთ სიტოაციაში ჩემ გამო ხარ.
-მხოლოდ შენი ბრალი არაა, მაგრამ არა.. მოიცა ჰო.. შენიი ბრალია, რა ჯანდაბაზე ფიქრობდი ხელში რო მიჭერდი?
-აჰჰჰ, ის გიჟი დაბრუნდა, ვინმემ მიშველეთ ჩემს ოთახში გიჟია.
-მიფრთხილდი-თვალებში გესლიანად ჩავხედე მერე მივედი და მიცლში ჩავარტყი, ამოიკვნესა ყრუდ და მერე ძირს დავარდნილი დავტოვე ოთახში. აბა რა ეგონა გიჟს რო მეძახდა?
   მისი ოთახიდან გამოვედი და დერეფანში ბიჭებთან ერთად მივდიოდი, ჰობი გვერდით მომყვებოდა, ქუქი და ჯინი წინ , შუგა, ჯუნი და ჯიმინი უკან.. თაე არ ჩანდა ალბათ ზედმეტი მომივიდა.
-ტაე სადაა?(ჰობი)
-მოვდივაარ(ტაე)
-მუხლზე რა დაგემართა?(ჯიმინი)
-კარადას დავეჯახე(ტაე)-გესლიანი თვალებით შემომხედა , მერე მომიახლოვდა და ყურთან ჩამჩურჩულა-ომი გამოცხადებულია.
-სწრაფად ჩაჯექით გვაგვანდება.-გავიგე ნამჯუნის სერიოზული ხმა როცა მანქანასთან ვიყავით, შიგნით შევდგი ფეხი და უკანა ადგილზე დავჯექი, გვერდით ქუქი დამიჯდა, წინ ტაე.. ბიჭები სხვა სკამებზე გადანაწილდნენ და ბიგჰიტისკენ დავიძარით.. გზაში არავის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ ჰობის და ჯიმინის რომლებიც კონცერტისთვის ცეკვის ილეთებს იმეორებდნენ..
   მალე კომპანიასთან მივედით და მანქანა სწრაფად დავცალეთ, ქუქი ჩემ გვერდით იყო მაგრამ მერე დირექტორის მოადგილემ წამართვა პირდაპირი მნიშვნელობით და მეც დებილი ბავშვივით, შეშინებულმა დავიწყე კულისებში სიარული.
-სუზი, გამომყევი.-გავიგე ჯინის ხმა და უკან ავედევნე.
-აქ იყავი, მალე რეპეტიცია გვექნება და თან დირექტორი გეტყვის შენ რა გევალება, რამე თუ დაგჭირდება აქვე ვართ ნებისმიერს მოგვმართე არ მოგერიდოს.-მომაყარა და ერთერთ დიდ სარკეებიან ოთახში შემიშვა.
-მადლობა ჯინ.-თავი დამიკრა და თბილად გამიღიმა, იქვე სკამზე დავჯექი და ტელეფონში ჩავძვერი, სხვა რა უნდა მეკეთებინა? ბიჭები ხან სად დარბიოდნენ ხან სად, სხვას არავის ვიცნობდი და ხხელის შეშლაც არ მინდოდა.

•The WeIrd LovEr• (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora