😱არ ვარ მზად(10)😱

898 75 0
                                    

ხელი მაგრად ჩამკიდა და გასასვლელისკენწავედით სადაც უკვე გველოდებოდა მანქანა. კარი გამიღო, ლამის პირი დავაღე მაგრამ მაინც ჩავჯექი შიგნით, მალე თვითონაც გვერდით მომიჯდა ისეთი დაღლილი ვიყავი ლაპარაკის თავი არ მქონდა ამიტომ მისვენებული ვიყავი სავარძელზე და ლამის ჩამეძინა. სახლთან როცა მივედით ოდნავ შემაფხიზლა და გადმომიყვანა მანქანიდან, სახლში თვალების სრესით და მთქნარებით შევედი, უკვე ღამე იყო.
-ოჰ, მოხვედით?(მონი)
-ჰო, დავიღალეთ და წამოვედით(ტაე)
-სუზი , მოდი შემოგვიერდით, ჭამას ვაპირებდით.-მეც მაგიდასთან დამსვეს, მაგრამ საჭმელზე ლამის ჩამეძნა, ცოტა შევჭამე და ოთახისკენ წავედი, უკან ტაე ამომიდგა და ხელი შემაშველა.
-აქ საფეხურია, ცოტაც და ავალთ, აი ასე, კიდევ ცოტა მოითმინე, აი მოვედით.-და შუქიც აანთო ოთახში, ძალიან დაღლილი დავვარი საწოზე და ფეხსაცმელიც კი არ გამიხდია ისე დავაპირე ძილი, ალბათ იმ სასმლის ბრალია ჯიხურში რომ გავსინჯე მგონი ცოტა მომეკიდა, ტაეს კი არაფერი ეტყობოდა.
-ასე ვერ დაიძინებ, მოდი ფეხზე გაგხდი.-თასმებს ხსნიდამე კი ვუყურები და თითქოს ვხვდებოდი როგორ შემოდიოდა ჩემს გულში.
-ტაე.
-ჰმ?
-მარტო არ მინდა დაწოლა.
-დარწმუნებული ვარ ფხიზელი რომ იყო მაგას არ მეტყოდი.
-გეტყოდი, გთხოვ მეშინია.
-კარგი,-მე საბნის ქვეშ ვიწექი ის ზემოდან და ერთმანეთს სახეზე ვუყურებდით.-არ მომიყვები რისი გეშინია?
-ცუდი სიზმრების.
-რამე გადაგხდა თავს?
-ესმტკივნეული თემაა.
-ოდესმე მოგიწევს მითხრა.
-იქ, ამერიკაში, ჩემმა მეგობარმაჩემზე ძალის გამოყენება ცადა.
-ეს, საშინელებაა.
-არ უნდა მეთქვა.
-ვითომ არ გითქვამს კარგი?
-მადლობა.
-რისთვის?
-იმაზე უკეთესი ხარ ვიდრე მეგონა, აღარ მინდა შენთან ომი, მინდა მიყვარდე.
-რ..რა თქვ..ი?
-მეძინება ტაე, ძილის დროა.
•••••••
მძინარე სუზის სახეზე ვაკვირდებოდი და მახსენდება მისი სიტყვები, უნდა რომ ვუყვარდე. ეს რას უნდა ნიშნავდეს? ლამაზია როცა ასე მშვიდად ძინავს, რაც თავის მეგობარზე მითხრა საშინელებაა, ალბათ ძალიან ბევრი იტირა იმ ამბის გამო, უცნაურია მაგრამ წარმომიდგენია რა იგრძნო.
   ნელა ავდექი ისე რომ არ გამეღვიძებინა და ჩემი საწოლისკენ წავედი, თან პიჟამოებს ვეძებდი, ვერ ვიჯერებ რომ ასე მარტივად დათვრა, ალბათ იშვიათად სვამს. საწოლში შევწექი და სუზის მხარეს გადმოვბრუნდი რომ ყურადღება მიმექცია არ გადმოვარდნილი, ვერ დავიძინე მაგრამ რამდენიმე საათში ჩამეძინა..
  გავიღვიძე და ვხედავ რომ ჩემს გვერდით ვიღაც წევს, უნდა მეყვირა როცა სუზის სახე დავინახე, ალბათ გაეღვიძა და გადმოწვა. რას ფიქრობთ? მოვწონვარ? იმედია მოვწონვარ. წინასწარმეტყველი ან რაიმე მზგავსი არ ვარ რომ გავნვსაზღვრო ამიტომ უნდა ვკითხო, მოვწონვარ თუ არა. ჯერ ადრე, მერე ვკითხავ. აჰჰ რა ლამაზია, მისდამი რაღაცას ვგრძნობ. ნუთუ შეძელი და ჩემს გულში ასე მარტივად შემოხვედი.
   ხელში ავიყვანე და ფრთხილად დავაწვინე მის საწოლზე, ის იყო უნდა მოვშორებოდი რომ ხელზე მომქაჩა და კინაღამ ზედ დავეცი, ჩემი ხელი ჩაიხუტა . ძლივს შევცვალე ჩემი ხელი და ბალიშს ჩავახუტე, მერე კი ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს გული გამისკდებოდა.. აჰჰ რამჭირს? ვკვდები?
  მენეჯერმა მითხრა რომ დღესინტერვიუზე უნდა წავიდეთ მე და სუზი, ამიტომ როცა გაიღვიძებს ჩემს დატოვებულ წერილს ნახავს რომელიც აქვე საწოლთან დავუდე. ქვემოთ თვალების ფშვნეტით უკვე ჩაცმული ჩავედი და სამზარეულოსკენ წავედი, საიდანაც უკვე ბიჭების ხმა გამოდიოდა.
-ტაე მოვიდაა-იყვირა ჰობიმ როცა დამინახა, სხვებმაც მომესალმნენ და საჭმელი გადმომიღეს.
-კარგად ჭამეე(მონი)
-დღეს ინტერვიუ გაქვთ(ჯინი)
-ჰო ვიცი, გაიღვიძებს და წავალთ, ცოდოა ეძინოს გუშინ ცოტა მთვრალი იყო და ახლა ალბათ თავი ძალიან ეტკინება.
-რატო დაალევინე?(ქუქი)
-ამას ძმის ინსტიქტი ჩაერთო?(შუგა)
-რა შუაშია, არ უნდა დალიოს, ეხლა ცუდად იქნება . ჩემ დას გაუფრთხილდი თორემ ყველაფერს დავიკიდებ და ჩემი ხელებით დაგახრჩობ.(ქუქი)-ვაღიარებ, ძალიან საშიშად ჟღერდა ისე საშიშად რომ ყველამ ჭამა შეწყვიტა და პირდაღებული მიაჩერდა ქუქის.
-ქუქ ვცდილობ, გუშინ თავი რომ მომეწონებინა ატრაქციონებზეც კი წავიყვანე , და საშიშებზეც დავჯექი. გული კინაღამ გამისკდა.
-ჰო გითხარით მოწონს სუზი-გადაიხარხარა ქუქიმ და მხარი გამკრა.-ეს შენს გამოსატეხად ვთქვი.
-ჰაჰ, ძალიან სასაცილოა.
-რა არის სასაცილო?-იკითხა სუზიმ რომელიც კიბიდან ჩამოდიოდა და თან თვალებს იფშვნეტდა.
-არაფერი, მოდი ჭამე, თავი გტკივა?(მე)
-ცოტა, პირი დავიბანე და იმდენად აღარ მტკივა, არ მახსოვს რა დავლიე.(სუზი)
-ჯიხურში ვიყავით გახსოვს ის სითხე რომ გასინჯე? მგონი ალკოჰოლი იყო .
-აჰჰ ჰო გამახსენდა.
-ჭამე, დღეს ინტერვიუ გვაქვს და გვეჩქარება.
-რა ინტერვიუ?-თვალები დაჭყიტა სუზიმ
••••••••
-დამშვიდდი, ასე ძალიან ნუუ ნერვიულობ.
-რანაირად არ ვინერვიულო ტაე გიჟი ხარ?
-საშიში არაფერიაა, ყველაზე რთულმა ეტაპმა კარგად ჩაიარა და ახლა ეს უბრალო ინტერვიუა.
-აჰჰ, ახლა მოვკვდები.
-მზად ხართ? ჟურნალისტი მოვიდა.
-კი ახლავე.
-არ ვარ მზად ტაე, ენა დამებმება.
-ღრმად ჩაისუნთქე და ხელი მომკიდე, თუ თავს ცუდად იგრძნობ გავჩერდებით, კარგი?
-მეშინია.
-ნუ გეშინია. შენს გვერდით ვარ.
   როგორც იქნა ჟურნალისტიც შემოვიდა და უკან კამერაც შემოყვა, ხელი აუკანკალდა და მაგრად ჩამჭირდა. მალე კითხები დაიწყო, სუზი ჩუმად იყო და იღიმოდა მე კი პასუხებს ვცემდი და დროდადრო სუზის ვუყურებდი.
-ძალიან დიდი მადლობა რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით.-გაგვიღიმა, ჩვენც თავი დავუკარით და ის ოთახიდან გავიდა.
-სანერვიულო იყო რამე?
-არა, ვინ ნერვიულობდა?-წარბი ავწიე და ისე შევხედე, ეს არ იყო წეღან რომ კანკალებდა? ოთახიდან გამოსულებს მენეჯერი შეგვხვდა.
-როგორ ჩაიარა?(მენეჯერი)
-ნორმალურად.(მე)
-სუზი ფერი არ გადევს საყვარელო კარგად ხარ?
-ცოტა ინერვიულა, მივხედავ.(მე)
-ერთად კარგად გამოიყურებით, სასიამოვნო დღეს გისურვებთ.-გაგვიღიმა და თვალი ჩაგვიკრა, შემდეგ კი ვიღაცას დაიწყო ყვირილი ეგ სკამი მანდ კიარა აქ შეიტანეო.
-ტაე.
-რა?
-ნაყინი მინდა.-გამეღიმა, როგორ შეუძლია ასეთი საშიში და ზოგჯერ ასეთი ბავშვური იყოს. მალე ნაყინის მაღაზიასთან ვიდექით და გამწარებული არჩევდა კარამელის ნაყინს.
-ეს მინდა, აარა არა ეს , მოიცა ეს ჯობია.-ბოლოსდაბოლოს აირჩია რამდენიმე და პარკები მე მომაჩეჩა.-კაცი შენ ხარ, აბა ეს სათუთი არსება ხოარ წამოვიღებ ამდენ პარკს.-მანქანაში სიცილით ჩავჯექით და სახლისკენ გავემართეთ. მთელი გზა ხარ რაზე ვლაპარაკობდით ხან რაზე, მძღოლიც კი ავიყოლიეთ.
   სახლში შევედით და პარკები ხელიდან გამომტაცა და კიბისკენ გაიქცა, უკან დიდი ნაბიჯებით გავყევი, მესამე სართულზე ავიდა და სარეპეტიციო ოთახში შევიდა საიდანაც მუსიკის ხმა ისმოდა.
-ბიჭებოო ჩვენთვის ნაყინი მოვიტანეე-თქვა ღიმილით და პარკები აწია, მუსიკა გამორთეს და ისე გაუხარდათ ჰობიმ სულელური ცეკვა დაიწყო.
-აჰჰ, საუკეთესო და მყავს(ქუქი)

•The WeIrd LovEr• (დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin