🎢🎡ძალიან საყვარელი ხარ(9)🎡🎢

927 73 0
                                    

-როგორც ხედავ არ გამოგდით მსახიობობა, ტაე, ეს სახუმარო საქმე არაა, ყველაფერი თუ გაირკვევა ჩათვალე რომ წყალში ჩავყარეთ ყველაფერი, არ ვიცი როგორ მაგრამ თუ საჭიროა შეაყვარე თავი იმ გოგოს დაშენც შეიყვარე, ყველაფერი გააკეთე გასაგებია?
-გასაგებია ბატონო მენეჯერო მაპატიეთ.
-მე გაპატიებ მაგრამ ხალხი არ გაპატიებს, არანაირი შეცდომები ტაე.
-გასაგებია.-თავი დავუკარი და გამოვედი.
   სიმართლე რომ გითხრათ სუზი ცოტა არ იყოს მომწონს, ვგულისხმობ არც ისეთი ცუდი ვინმეა, თან მე მის მიმართ გრძნობა მაქვს რომელსაც ჯერ სახელი ვერ დავარქვი. ის ლამაზია, თან ჭკვიანი და საყვარელი.. ვუთხრა რომ მომწონს? არ ვიცო რა რეაქცია ექნება, რამე უნდა მოვიფიქრო, ვუთხრა? თუ არა? კი?არა? აჰჰ ახლა თავი ამიფეთქდება. ნეტა ახლა რას აკეთებს? მენეჯერი მართალია, და რომ არა მენეჯერიც აღიარება არ მინდოდა, და რეალირად მგონი რაღაცას ვგრძნობ იმ გოგოს მიმართ.
   ქუქის ოთახში შევედი, რათქმაუნდა ქუქი გასულია, საწოლში კი ეს ქალბატონი ნებივრობს, გადავწყვიტე თავი შეგაყვარო სუზი, იმედია არ ჩავფლავდები. საწოლზე დავჯექი ფრთხილად ისე რომ არ გამეღვიძებინა.
-სუზი, გაიღვიძე.-ჩუმად ვთქვი და ოდნავ შევანჯღრიე, ისე ტკბილად ძინავს ცოტა არ იყოს მეცოდება კიდევც რომ გავაღვიძო.-გაიღვიძე, საქმეები გვაქვს.
-რა საქმე?-მკითხა ნამძინარწბი ხმით.
-მინდა სადღაც წაგიყვანო, ჩემს საყვარელ ადგილას.
-არა მადლობა საწოლი მირჩევნია.
-წამო და ნაყინს გიყიდი.
-მოვდივაარ.-თავი წამოყო და იქ რომ არ ვმჯდარიყავი შესაძლოა საწოლიდანაც გადმოვარდნილიყო.
-ფრთხილადდ.
-ბოდიში ჰო, გადი და წამოვალ.
-ტანსაცმელი მოგიტანე, აჰა, ჩაიცვი მე კართან ვიქნები.
-ამმ.. მადლობა.
••••••••••••
ოთახიდან გავიდა და მარტო დამტოვა რომ გამომეცვალა, მე კი ისევ პირღია ვიჯექი. რას მივაწერო მისი ასეთი უეცარი დათბობა? რატომ მომიტანა ტანსაცმელი? გადავატრიალე ეს ტანსაცმელი ცხრაასჯერ იქნებ რაიმეს მიჩალიჩებს და ვერ ვხვდებითქო, მაგრამ არაფერი საეჭვო არ ეტყობოდა, კარგი ალბათ იქ დამხვდება რაიმე საშინელება, მაგრამ იცი რა ტაე, მზად ვარ შენთან ომისთვის და შენი არ მეშინია. ჩავიცვი, ჩემი ძმის აბაზანა გამოვიყენე და კარში გავედი, სადაც უკვე ჩაცმულიდა კედელზე აყუდებული ტაე მელოდებოდა.
-წავედით?
-ჰო წავედით,სად მივდივართ?
-მალე გაიგებ.
-არ გენდობი, პირდაპირ გეტყვი, მგონია რომ სადმე გადამჩეხავ, ან მგლების შესაჭმელად დამტოვებ.
-გეტყობი სიამოვნებითთქო მაგრამ მენეჯერი მომკლავს.
-ასეც ვიცოდი.
-წამო ბევრს ლაპარაკობ.-წინ გადამიდგა და მანქანის კარი გამიღო, მეგონა მე მიღებდა და მერე თვითონ ჩაჯდა და მე გარეთ დამტოვა.
-იდიოტი.
-რამე თქვი?
-შეგეძლო დაგეთმო.
-ხელები არ გაქვს რომ შენით გააღო.
-მაქვს მაგრამ..
-ხოდა გააღე.
-აჰჰჰ, როგორ თამაშობ ნერვებზეე.
-ჩემი ჰობია.
მალე ქალაქთან ახლოს ძალიან მაღალ შენობასთან გავჩერდით, მძღოლს რაღაც უთხრა და მანქანიდან გადმოვედით.
-აქ რა გვინდა?
-აქ არაფერი, ზემოთ გვინდა.-მითხრა და პირბადე გამისწორა, მერე კი წინ გამიძღვა და შენობაში შევედით. ლიფტთან მივიდა და გააღო, შევიდა და მომაჩერდა.-არ მოდიხარ?
-ამმ, მე წადი და მეც ამოვალ.
-რატო?
-შენთან ერთად ლლიფტში არ მინდა.-ვთქვი, მაც გაიცინა მერე თითი დააჭირა ღილაკს და კარიც დაიხურა, მე კი თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი კიბისკენ, და რაც სისწრაფე მქონდა გავიქეცი.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში ქოშინით ავედი ბოლო საფეხურზე და კარი გავაღე, იქვე ტაეც დამხვდა რომელიც ქალაქის ხედს უყურებდა.
-მოხვედი?
-ჰო..
-ასე რატომ სუნთქავ, თითქოს აქ ფეხით ამოხვედი.
-არა რა ფეხით, უბრალოდ ვერ გიპოვე მერე სიტბილი დავიწყე და გულიც ამიჩქარდა.აქ რა გვინდა?
-აქაურობა მომწონს და მინდოდა შენც გცოდნოდა ჩემი საყვარელი ადგილი.
-მთლად ცუდად არ გამოიყურება, გემოვნება გქონია.
-მადლობა, კომპლიმენტად ჩავთვი, აჰა კოლა. თუ გინდა დაჯექი.
-არ მინდა, ხელს მკრავ და გადამაგდებ.
-ნუ გეშინია, შეიძლება ბოროტი ვჩანვარ მაგრამ ადამიანი არ მომიკლავს.
-არ მინდა პირველი ვიყო.
-კარგი რა..
-კარგი ჰო, ვჯდები.-მის გ ერდთ ცოტა მოშორებით დავჯექი და ფეხები ჰაერში ავათამაშე.. აჰჰ რამსიმაღლეა, კიდევ კარგი სიმაღლის არ მეშინია.
-მინდა ჩვენ შორის ომი აღარ იყოს, მინდა მეგობრები ვიყოთ, მალე ინტერვიუების ერთად მიცემა მოგვიწევს და ჟურნალისტები ყველაფერს მიხვდებიან თუ მეგობრები არ ვიქნებით.
-არამგონია შენთან მეგობრიბა გამომივიდეს.
-ეს დღე მაჩუქქე და დაგიმტკიცებ რომ შემიძლია სასიამოვნო ადამიანიც ვიყო.
-კარგი, მაგრამ მხოლოდ ერთი დღე, თუ არ მომეწონები ერთმანეთის გამწარებას ავაგრძელებთ.
-შევთანხმდით, ახლა ადე და გავისეირნოთ.
-სად?
-ეს დღე მაჩუქე ასე რომ ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ და უბრალოდ გამომყევი.
-კარგი ჰო.-ვთქვი და უკან გავყევი. ისევ ისე მოვიქეცი და ლიფტის გამოყენებას გადავურჩი. ახლა მანქანა დიდ პარკთან გაჩერდა სადაც ძალიან ბევრი ატრაქციონი იყო.
-რამაგარიაა.-ვთქვი და აღტაცება ვერ დავმალე.
-ვიცოდი რო მოგეწონებოდა, აბა? რაზე დავჯდეთ?
-ყვეელაზე.
-იმ საშიშებზეც?
-მანდ პირველი დავჯდეეთ.-აჰჰ ვგიჟდები ატრაქციონებზე, შინაგან ემოციებს ვერ ვმალავდი, ხელი ჩავავლე და სალაროსკენ გავაქანე რო ყველაფრის ბილეთი ეყიდა. ბილეთებით ხელში კი პირველი ატრაქციონისკენ გავიქეცით, დავჯექით და კარგად დაგვიმაგრეს რომ რაიმე არ მომხდარიყო დაა მალე ჩართეს კიდეც.
   სიხარულისა და აღტაცებისგან ვკიოდი, ტაესკენ რამდენჯერმე გავიხედე და ისე ჩანდა რომ შიშისგან კიოდა.. ალბათ მომეჩვენათქო და სიამოვნების მიღება გავაგრძელე, რამდენიმე წუთში სვლა შენელდა და მალე გაჩერდა, ტაე გადახტა პირდაპირი მნიშვნელობით სკამიდან და მიწაზე დაწვა.
-რა დაგემართა?
-ძალიან მომეწონა, თან მიწაც მომენატრა და ვეხუტები.
-შეგეშინდა ჰო?
-ჰა? მე და შიში? მესმოდა როგორ კიოდი, ასე რომ ვიცი როგორ გეშინოდა და მე ნუ გადმომაბრალებ..
-ასე არა? კარგი მაშინ ალბათ გაგიხარდება იმ ატრაქციონზე დაჯდომა.-გავიშვირე უზარმაზარი ამერიკული გორაკებისკენ..
-ს..ს..სიამოვნებით, წწაავიდეთ.-ენის დაბმით თქვა და ძლივს ადგა ფეხზე.
მთელი დღე აქ გავატარეთ, მე ძალიან ბევრი ვიცინე როცა მის რეაქციებს ვნახულობდი, ცოტა დავახლოვდით და მართლა არ ყოფილა ისეთი ცივსისხლიანი როგორიც მეგონა, უკვე ღამდებოდა, ხელი ბამბის ნაყინები გვეჭირა და ვსეირნობდით.
-ძალიან მაგარი დღე იყო.
-ჰო, კარგი იყო.
-ტაეე შეგვიძლია აქ ხშირად მოვიდეთ?
-თუ დრო გვექნება მოვიდეთ.
-მადლობაა, ძალიან საყვარელი ხარ.
-დაიღალე?
-ცოტა.
-სახლში გინდა?
-ჰო, მშია.
-წამო წავიდეთ.-ხელი მაგრად ჩამკიდა და გასასვლელისკენწავედით სადაც უკვე გველოდებოდა მანქანა.

•The WeIrd LovEr• (დასრულებული)Where stories live. Discover now