💚20💚

770 67 2
                                    

-სად მიდიხარ? ვინმემ რომ დაგინახოს?
-აჰჰ გეყოოთ, თავი პატიმარი მგონია არაფერი მოხდება, დარბაზში წავალ , მინდა ჩემიანები ვნახო.
-სად? სად დარბაზში ვინ შენიანები?
-კალათბურთის დარბაზში და გოგონები რომლებთან ერთადაც ადრე ვთამაშობდი.
-ვერ დავიჯერებ რომ შენ ადრე თამაშობდი.-სიცილით მითხრა ტაემ რაზეც მე გაბრაზებულმა შევხედე.
-ძმაო გაჩუმდი თორემ გცემს.-ჩუმად უთხრა ქუქიმ და ხელი მხარზე დაადო. დანარჩენებმა სიცილი დაიწყეს.
-მეც წამოვალ.
-წამოდი მაგრამ იცოდე თუ რაიმე სისულელეს გააკეთებ, ჩაგქოლავ.
-მიყვარს საშიში გოგოები.-წარბების თამაშით მინთხრა და ჩემთან ერთად ფეხსაცმლის მორგება დაიწყო.
მანქანაში ჩავჯექით, რაღაცნაირად ვატყობდი თეს რომ სხვანაირი იყო, აშკარად უფრო მეტს მეფლირტავებოდა ვიდრე ჩვეულებრივ. იმედია იქ რაიმე სისულელეს არ გააკეთებს თორემ მომიწევს მისი სისხლით გავისვარო ხელი. ამ ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
-გისმენთ?(მე)
-მე ვარ სალი, სად ხარ? ხო დამპირდი მოვალ და გნახავო?(სალი)
-აჰჰ, ჰო მანქანაშ ვარ, დარბაზისკენ მივდივარ, შენ სად ხარ?(მე)
-მე გასახდელში ვარ ახლა გავალ, ცუდი ამბავი მაქვს.(სალი)
-მიდი გისმენ, ყველაფრისთვის მზად ვარ.(მე)
-შენ რო ვერ იტან ის არის აქ.. სანი(სალი)
-არა.
-კი.
-არაა, აღარ მოვდივარ.
-კარგი რა სუზიიი, მაგის გამო ხოარ ჩაშლი ჩვენს ნახვას, მითუმეტეს ამდენი ხანი ველოდებოდით ამ დღეეს.
-აუ არა ვიცი ეხლა რასაც იზამს და ამიშლის ნერვებს.
-ჩემს გოგოზე ნერვების აშლას ვინ გაბედავს?(თე)
-ესს.. ეს თეჰიონის ხმაა, სუზიი, აქ მოგყაავს? არ უნდა მითხრაა? ხო იცი რომ ორი წელია ბითიესის გადამკვდარი ფანი ვაარრ..(სალი)
-გეყოსს ნუ ყვირი, მოვალთ.-სასწრაფოდ გავუთიშე ტელეფონი.
მერე რა რომ მისი ფანია, ეს იმას არ ნიშნავს რომ მოწონს. უბრალოდ ფანია. თე ჰომ ჩემი შეყვარებულია. არ მჯერა რომ საკუთარ დაქალზე ვეჭვიანობ. არ მინდოდა რომ თე წამოსულიყო, ახლა მთელი ყურადღება მასზე იქნება, ისევე როგორც ჩემს ძმაზე იყო ყურადღება ყოველთვის. ხანდახან მეგონა რომ ჩემი ჯგუფის წევრებს, ჩემზე მეტად ბექიონი და ჩემი ძმა უყვარდათ, და სუჰო.. ჩემი ბრალია თუ აიდოლების გარემოცვაში ვარ?
-ვინმემ გაგაბრაზა პატარავ?(თე)
-არავინ დაივიწყე, თეჰიონ, გვერდიდან არ მომშორდები , არავის არ დაელაპარაკები ჩემი ნებართვის გარეშე და არც შეხედავ, უკან იდგები თავ ჩაღუნული და გაიკეთე პირბადე და ქუდი დროზე.
-სუზიი მეჩვენება თუ ეჭვიანობ.
-გაჩუმდი თორემ დაგარტყამ და მანქანიდან ვერ გადმოხვალ.-გაიცინა და ენა გამომიყო. მალე მანქანა გაჩერდა და მძღოლმა გვითხრა რომ ადგილზე ვიყავით.
-ესეც ასე, მოვედით.
-თეეე, როგორც დამპირდიი, ხმა არ ამოიღო თუ არ გეტყვი კაი?
-ვნახოთ ჰო ნუ ეჭვიანობ მე შენი კაცი ვარ.
-ბოდიალს მორჩი და კარგად აიფარე პირბადე, ჩემი კაცია თურმე.-დავიბუზღუნე და წინ გადავდგი ნაბიჯი, თეც უკან ამედევნა, ბარათი ვაჩვენე შესასვლელში და ვუთხარი რომ თე ჩემთან იყო, მანაც გამიღიმა და თავი დამიქნია, პირდაპირ დარბაზში შევედით ისე რომ ტაე უკან მომყვებოდა თავდახრილი, თითქოს დასჯილი ბავშვი იყო, ჩემ დანახვაზე ყველა ჩემკენ წამოვიად რამდენიმეს გარდა.
-სუზიიი, არ მჯერა რომ გაგახსენდით, ისეთი ამბები იყო შენს ირგვლივ, ტელევიზორში ყოველდღე იყავი.
-აჰჰ ჰო პოპულარული გავხდი როგორც ჩანს.
-ძალიან მოგვენატრე, ეს ვინაა?-მკითხა ერთერთმა, მე ნელა გავიხედე.
-ესს, თეა, მარტო არ გამომიშვა.-ყველა გაჩუმდა, აბა რა იქნებოდა, მთელ კორეას გონია რომ მე და თე ერთად არ ვართ. ვიცოდი რომ ისინიც ფანები იყვნენ ამიტომ თეჰიონს თვალებით ვანიშნე ნორმალურად მოექეცითქო და მანაც აი ამოიღო ხმა.
-გამარჯობა, მე სუზის შეყვარებული ვარ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, იმედია ვიმეგობრებთ.

•The WeIrd LovEr• (დასრულებული)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon